სომანეთის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''სომანეთის ღვთისმშობლის ეკლესია''' — ეკლესია [[ხაშურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ვაყა|ვაყის]] [[სამხრეთი]]თ 1,5 [[კილომეტრი|კმ-ზე]], [[ნასოფლარი|ნასოფლარ]] სომანეთზე. თარიღდება [[XIX საუკუნე|XIX საუკუნით]].
 
[[ეკლესია]] [[დარბაზული ეკლესია|დარბაზულია]] (7,8X5,3 [[მეტრი|მ]]), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, რიყის ქვითა და აგურით ძველ ნაეკლესიარზე, რომლის მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი. [[დასავლეთი]]თ სწორკუთხა შესავლელია. არაწესიერი ფორმის ნახევარწრიული [[აფსიდა|აფსიდის]] ღერძზე სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი სარკმლებია [[სამხრეთი]]თ და [[დასავლეთი]]თ. [[აფსიდა|აფსიდში]] სამი პატარა ნიშია. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] დამრეც [[კონქი|კონქში]] ჩასმულია პატარა სარეზონატორო [[ქვევრი]]. [[დარბაზი]]ს ნახევარწრიული [[კამარა|კამარის]] საბჯენი თაღები გრძივი კედლების და [[დასავლეთი]]ს კუთხის მარტივ [[პილასტრი|პილასტრებს]] ეყრდნობა.აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული [[ჯვარი (სიმბოლო)|ჯვარი]]. შემორჩენილია სამსაფეხურიანი აგურის ლავგარდნის ფრაგმენტები.
 
==ლიტერატურა==
17 411

რედაქტირება