გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია''' – ეკლესია [[გორის მუნიციპ...)
 
'''გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია''' – ეკლესია [[გორის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[გარდატენი]]ს დასავლეთით, [[მდინარე]] [[ტანა (საქართველო)|ტანის]] ხეობაში, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
 
[[დარბაზული ეკლესია|ეკლესია დარბაზულია]] (8,2 X 4,7 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან [[არქიტრავი]]თ გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. [[აფსიდი]]ს თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თახჩებია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული [[კამარა|კამარით]], რომელსაც შეკეთების კვალი ეტყობა. საკურთხევლის წინ დგას [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ხის [[კანკელი]], რომელზეც შემორჩენილია ზეთის საღებავით შესრულებული მოხატულობის ფრაგმენტები. ჩრდილოეთ კედელზე შინდისფერი მელნით შესრულებული წარწერის კვალი ჩანს, რომელიც [[პალეოგრაფია|პალეოგრაფიული]] ნიშნებით [[XII საუკუნე]]ს შეიძლება მიეკუთვნებოდეს. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის სათაურზე გამოსახულია მარტივი ტოლმკლავა [[ჯვარი (სიმბოლო)|ჯვარი]], მის ორივე მხარეს - თითო ფრინველი. ნაგებობას წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი გლუვი [[ლავგარდანი]] აქვს. ეკლესიის სამხრეთით მოზრდილი მინაშენისგან შემორჩენილია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები. აქვე, მასიური ქვის ბაზისებზე დადგმულ თლილი ქვის ფილაზე ასომთავრული წარწერის კვალია.
 
==ლიტერატურა==
17 411

რედაქტირება