წრომის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 19:
ამ ხერხმა განვითარება ჰპოვა შემდგომში [[ფეოდალიზმი]]ს ეპოქის ქართულ საეკლესიო [[ხუროთმოძღვრება]]ში. ფასადის ნიშები ერთმანეთთან დაკავშირებულია სამმაგი თაღედით. შუა ბრტყელ ნიშს ლენტისებური ორნამენტი აქვს შემოვლებული. გვერდის სამკუთხა ნიშების სიღრმეში კედელზე მიდგმულია კაპიტელებიანი და ბაზისებიანი შეწყვილებული სვეტები. მათ ზემოთ, კონქისებრ მომრგვალებაში შემორჩენილია საღებავით შესრულებული სხივები. დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკაცრი მონუმენტური ფასადები დანაწევრებულია მხატვრულად გააზრებულად განლაგებული კარ-სარკმლებით. სამივე ფასადს მსგავსი შუა ღერძი აქვს: სწორკუთხა შესასვლელი თაღოვანი [[ტიმპანი]]თ, მის თავზე, [[პატრონიკე]]თა დონეზე, ფართო თაღოვანი სარკმელი და ფრონტონში მრგვალი სარკმელი. ეს ლეიტმოტივი ანათესავებს სამივე ფასადს.
 
დასავლეთის ფასადზე, შუაში, შეწყვილებული სვეტებითმორთული ფართო შესასვლელია. იგი გადახურულია ტიმპანის ქვით, რომელზეც გამოსახულია მაღალი საფეხურებიანი ჯვარი. შესასვლელის ზემოთჰორიზონტალურგადანაკეცებიანი სათაურით და ორნამენტით მ ორთული დიდი სარკმელია. გრძივი ფასადები თითქმის ერთნაირია. მათი გვერდითი ფრტები ქმნიან სხვადასხვა სიმაღლის გამოშვერილ ნაწილებს.. ამ ფასადების შუა ნაწილში ორნამენტით შემკული ხვრელობებია. შესასვლელის ტიმპანებს და შუა სარკმლებს შემოვლებული აქვს თაღი და არშია. სამხრეთ ფასადის შესასვლელის ტიმპანზე გამოსახულია [[ჯვარი (სიმბოლო)|ჯვარი]]. ფრონტონის ქვეშ განედლებული ჯვრის რელიეფია, მის ზემოთ ლავგარდნის ქვებზე – როზეტები და ფოთლოვანირელიეფური გამოსახულებები. შუა სარკმლის მარცხნივ ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II [[ადარნასე (ერისმთავარი)|ადარნასეს]] ძე. ტაძარი გადახურულია კრამიტით და ქვის ლოფინებით.
 
==მოხატულობა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წრომის_ტაძარი“-დან