ლიხის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
}}
[[ფაილი:Rikotisgvirabi.JPG|მინი|200პქ|მარცხნივ|რიკოთის გვირაბი ლიხის ქედის ქვეშ]]
'''ლიხის ქედი''' ('''''სურამის ქედი''''') — [[კავკასიონი]]სა და [[მცირე კავკასიონი]]ს მთათა სისტემების დამაკავშირებელი სუბმერიდიანული ქედი, რომელიც [[საქართველო]]ს ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად (ძვ. წყაროებით „ლიხთიმერად“ და „ლიხთამერად“). ლიხის ქედი [[კასპიის ზღვა|კასპიისა]] და [[შავი ზღვა|შავი ზღვების]] წყალგამყოფია. შუა მონაკვეთი [[ტექტონიკა|ტექტონიკურად]] ეკუთვნის ძირულის კრისტალურ მასივს, ჩრდილოეთი — [[კავკასიონი|კავკასიონს]], სამხრეთი — [[მცირე კავკასიონი|მცირე კავკასიონს]]. ქედის სიგრძე [[ერწო (უღელტეხილი)|ერწოს უღელტეხილიდან]] [[ლომისმთა]]მდე 102 კმ-ია. აბსოლუტური სიმაღლე ცვალებადობს 900-2471 მ ფარგლებში. მწვერვალებიდან აღსანიშნავია: [[ალხაშენდა]] (2319 მ), [[რიბისი]] (2470 მ), [[ბილურთა]] (2166 მ), [[რუსთავი (მწვერვალი)|რუსთავი]] (1926 მ), [[ლოხონი]] (1925), [[შვილდისი]] (1443 მ), [[კაპრებისმთა]] (1177 მ), [[ედისჯვარი]] (1320 მ), [[საბუეთი]] (1248 მ), [[წაქვა (მთა)|წაქვა]] (1220 მ), [[ვირიგვერდი]] (1644 მ); უღელტეხილებიდან — [[ჯვარი (უღელტეხილი)|ჯვარი]] (936 მ), [[რიკოთის უღელტეხილი|რიკოთი]] (999 მ), ფონა და სხვა.
 
ლიხის ქედი ასრულებს კლიმატგამყოფის როლს, მაგრამ [[კოლხეთი]]სა და [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოს]] კლიმატურ-ბოტანიკური ოლქების საზღვარი წყალგამყოფს კი არ მიუყვება, არამედ — ქედის აღმოსავლეთ კალთებს. ქედის უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყითაა შემოსილი ([[მუხა]], [[რცხილა]], [[წაბლი]], [[წიფელი]]). განაპირა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში წიწვიანებიცაა. სუბალპური და ალპური მდელოები მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ ბოლოზეა (მთები რიბისი და ალხაშენდა). სხვა უტყეო უბნები ანთროპოგენური წარმოშობისაა. ქედში გაყვანილია წიფის სარკინიგზო და რიკოთქვეშა საავტომობილო გვირაბები, ხოლო ქედზე გადის [[ხაშური]]-[[ზესტაფონი]]ს და გომი-საჩხერის საავტომობილო გზები.
 
==ლიტერატურა==
{{Commonscat|Likhi Range|ლიხის ქედი}}
 
{{ქსე|6|271|მარუაშვილი ლ.}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიხის_ქედი“-დან