ჯვარი (ღვთაება): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|ჯვარი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''ჯვარი''' — [[ქართული მითოლოგია|ქართულ მითოლოგიაში]] (ხევსურებში) ლოკალურ [[ღვთაება|ღვთაებათა]] საერთო სახელწოდება. ჯვართან ერთად იხმარება აგრეთვე ტერმინები “[[ხვთისშვილი]]”, “ღვთისნადები”. ჯვრები [[მორიგე]]-ღმერთს ემორჩილებიან, ითვლებიან მხარის, თემის, სოფლის მფარველებად. ხევსურთა საყოველთაო ღვთაებად ითვლება [[გუდანის ჯვარი]] სოფელ [[გუდანი (დუშეთის რაიონი)| გუდანში]]. გუდანის ჯვარი მეომარი ღვთაების სახით გვევლინება, რომელიც ეხმარება ხევსურებს მტრის წინააღმდეგ ლაშქრობებში და [[წმინდა გიორგი]]სთან იდენტიფიცირდება. ფართოდ არის აგრეთვე გავრცელებული კარატის ჯვრის კულტი. ჯვრის შესახებ წარმოდგენებმა შეითავსა აგრეთვე [[მარიამ ღვთისმშობელი |ღვთისმშობელ მარიამის]] და სხვა ქრისტიანულ პერსონაჟთა თვისებები. [[ფშავი|ფშავში]] და [[თუშეთი|თუშეთში]] ჯვარს ხატი შეესაბამება.
 
{{ქართული მითოლოგია}}
 
[[კატეგორია:ქართული მითების პერსონაჟები]]