კრაკატაუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
[[1883]] წლის კატასტროფულმა ამოფრქვევამ კუნძულის უმეტესი ნაწილი გაანადგურა. ამოფრქვევით გამოწვეულმა [[ცუნამი|ცუნამმა]], რომლის სიმაღლე 40 მ-ს აღწევდა, კუნძულის 36 ათასზე მეტი მცხოვრები იმსხვერპლა, ხოლო [[ატმოსფერო]]ს მაღალ ფენებში გაბნეული [[ვულკანი|ვულკანური]] ფერფლი რამდენიმე წელიწადს შენარჩუნდა.
 
== [[1883]] წლის ამოფრქვევა ==
ამოფრქვევა დაიწყო მაისის დასაწყისში. აგვისტოს ბოლომდე აფეთქებებით გამოიყო დიდი რაოდენობით ლავა, რასაც კრაკატაუს ქვეშ მიწისქვეშა კამერის დაცარიელება მოჰყვა. კულმინაციური სტადიის წინ, უკანასკნელი აფეთქება მოხდა [[27 აგვისტო]]ს. ფერფლის კოლონამ 30 კმ. სიმაღლეს მიაღწია. [[28 აგვისტო]]ს კუნძულის უდიდესი ნაწილი თავის სიმძიმის და წყლის წნეხის გამო ჩაინგრა ცარიელ სივრცეებში ზღვის დონის ქვემოთ, უზარმაზარი წყლის ოდენობის ჩათრევით, რომელმაც მაგმასთან კონტაქტის შედეგად გამოიწვია უძლიერესი ჰიდრომაგმატიკური აფეთქება.
აფეთქების ნაკვალევი 500 კმ. მანძილზეც იქნა ნაპოვნი (ნამსხვრევების დაცემის ფართი 827000 კმ² აღემატებოდა). ამოფრქვევის ნარჩენებმა სტრატოსფეროში 55 კმ. სიმაღლეზე მიაღწია. გაზისა და ფერფლის კოლონა კი 70 კმ. ზე მეტ სიმაღლეზე, მეზოსფეროში ავიდა. ფერფლის დაცემა ხორციელდებოდა [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] აღმოსავლეთ მხარეს 4 მლნ კმ² ფართზე მეტს. მასალის ტევადობა 18 კუბურ კილომეტს აღწევდა. გეოლოგების შეფასებით აფეთქების სიმძლავრე 200 000 ჯერ აღემატებოდა აფეთქებას რომელმაც [[ჰიროსიმა]] გაანადგურა.
ხაზი 20:
ვულკანური ფერფლის საკმაოდ დიდი რაოდენობა წლების განმავლობაში ატმოსფეროში 80 კმ. სიმაღლეზე დარჩა და რიჟრაჟის საკმაოდ მაღალი შეფერილობის მიზეზიც იყო.
 
აფეთქების მიერ წარმოშობილმა ცუნამმა (რომელიც 30 მ აღწევდა) მეზობელ კუნძულებზე 36000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, 295 დასახლებული პუნქტი ზღვამ წალეკა. ბევრი ამ დასახლებიდან, შესაძლებელია, ჰაერის ტალღის მიერ იქნა განადგურებული, რომელმაც ზონდის სრუტეში ეკვატორიალური ტყეების დაწოლა გამოიწვია, სახურავები ახადა, კარები შეანგრია [[ჯაკარტა]]ში, რომელიც 150 კმ. აშორებდა კატასტროფის ადგილს. სრულიად დედამიწის ატმოსფერო რამდენიმე დღის განმავლობაში ამღვრეული იყო . საჰაერო ტალღამ სხვადასხვა მონაცემებით დედამიწას 7 დან 11 ჯერ მოუარა.
 
აგრეთვე დაფიქსირებულია უფრო სუსტი ამოფრქვევები (1927—1929, 1950—1952, 1966, 1992 წლებში და [[1999|1999 წლის]] [[5 თებერვალი|5 თებერვალს]] ).
 
ახალი ვულკანი [[რაკატა]]ს კუნძულზე მდებარეობს, რომელიც კრაკატაუს ამოფრქვევის შემდეგ [[1927]] წელს წარმოიშვა [[ანაკ-კრაკატაუ|ანაკ-კრაკატაუს]] უწოდებენ (ანაკ-შვილი).
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრაკატაუ“-დან