აიონ-ოროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

r2.7.3) (ბოტის დამატება: xmf:აიონ-ოროსი; cosmetic changes
(r2.7.2) (ბოტის დამატება: da:Athos (bjerg) შეცვლა: sk:Athos (polostrov))
(r2.7.3) (ბოტის დამატება: xmf:აიონ-ოროსი; cosmetic changes)
VIII საუკუნის ბოლოს, ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე, „ათო“ დაუფუძნებიათ. შემდეგ [[არაბები|არაბთა]] თავდასხმების შედეგად, აიონ-ოროსი რამდენჯერმე გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი — „დიდი ლავრა“ აქ [[963]] წელს ააგო [[ათანასე ათონელი|ათანასე ათონელმა]]. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და [[ათონის ივერთა მონასტერი]]. [[ბერძნები]]სა და [[ქართველები]]ს გარდა, აქ მონასტრები ააშენეს [[სერბები|სერბებმა]] (ხილანდარი), [[ბულგარელები|ბულგარელებმა]] (ზოგრაფუ), [[რუსები|რუსებმა]] (როსიკონი) და სხვა; XV საუკუნეში აიონ-ოროსზე 30 მონასტერი და 30 ათასამდე მონაზონი იყო, [[1961]] წელს კი 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.).
 
[[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] დაცემის ხანაში, კერძოდ, [[თესალონიკე]]ს დაცემის შემდეგ, (1430) აიონ-ოროსი [[ოსმალები|ოსმალებმა]] დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრეს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს. [[I მსოფლიო ომი]]ს შემდეგ, აიონ-ოროსი საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომი) შევიდა. აიონ-ოროსის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება [[კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონსტანტინოპოლის პატრიარქიპატრიარქის]] ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავმჯდომარეს — პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელია [[კარიასი]] (X საუკუნიდან).
 
[[ფაილი:aTonis mTa.russia17.jpg|მინი|მარცხნივ|240პქ|ათონის წმინდა მთა 20 მონასტრით, რუსეთი, XVII ს.]]
აიონ-ოროსის საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელია გუმბათიანი სამაბსიდიანი ტაძრები, ჩვეულებრივ ორმაგი კარიბჭით. მონასტერთან არის სატრაპეზოები, საცხოვრებლები, სენაკები, ბიბლიოთეკა და სამეურნეო ნაგებობანი; ზოგიერთ მონასტერში შესანიშნავი ფრესკები, მოზაიკა, ხატები, ოქრომჭედლობისა და მინანქრის საუკეთესო ნიმუშებია (ყველაზე ადრინდელი XI საუკენეს განეკუთვნება). აიონ-ოროსის მონასტრების ძვირფასი საგანძურია 11 ათასამდე ხელნაწერი (ბერძნული, ქართული, სლავური), სიგელ-გუჯრები და სხვა დოკუმენტები. ეს მასალა საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა მტერთა შემოსევის შედეგად. ბევრი ხელნაწერი დაიღუპა ოსმალეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დროს 1821—1829 წლებში. უკანასკნელ ხანს მიღებულია ზომები აიონ-ოროსის ყველა ხელნაწერის აღსანუსხავად და მათ ფოტოპირთა გადასაღებად.
{{-}}
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.mountathos.gr/active.aspx?mode=en{00000000-0000-0000-0000-000000000000}View ათონის მთის ვებ-გვერდი]
*[http://martlmadidebloba.ge/tadzrebi11.html ათონის მთის ფოტოები]
[[vi:Núi Athos]]
[[war:Bukid Athos]]
[[xmf:აიონ-ოროსი]]
[[zh:阿索斯山]]
77 566

რედაქტირება