სიასამური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
- ესკიზი
ხაზი 22:
}}
'''სიასამური''' (Martes zibellina) — ძვირფასბეწვიანი [[ცხოველები|ცხოველი]] [[კვერნისებრნი|კვერნისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 43-53 სმ, მასა 0,9 - 1,9 კგ. წარსულში გავრცელებული იყო [[კარელია|კარელიიდან]] წყნარი ოკეანის სანაპირომდე. მტაცებლური ნადირობის შედეგად მრავალგან მოისპო. ამჟამად შემორჩენილია ჩრდილოეთ [[ურალი]]ს, [[ციმბირი]]სა და [[შორეული აღმოსავლეთი]]ს ზოგიერთ ადგილას. მოიპოვება აგრეთვე [[კორეა|კორეის]], [[ჩინეთი]]სა და [[მონღოლეთი]]ს ჩრდილოეთ რაიონებში. ბინადრობს [[ტაიგა]]ში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხეზე იშვიათად ადის. იკვებება პატარ-პატარა ფრინველებით, მათი კვერცხებით და მართვეებით, წვრილ-წვრილი მღრღნელებით, მეტწილად [[ციყვი|ციყვებით]]. ჭამს აგრეთვე კედრის თესლს, კენკრას. მძუნაობს ივლისში, მაკეობა საშუალოდ 273 დღე გრძელდება, შობს 3-4 უსუსურ, თვალებაუხილავ ნაშიერს (თვალებს ახელენ 36 დღის შემდეგ). 2 წლისა სქესობრივად მწიფდება. ცნობილია სიასამურის 14 სახეობა, რომელთაგან ყველაზე ძვირფასბეწვიანია ''ბარგუზინული'' სიასამური. უკანასკნელ ათწლეულებში გულმოდგინე დაცვის შედეგად სიასამურის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ზოგიერთ ქვეყანაში სიასამურს სარეწაო მიზნით [[ზოოფერმა|ზოოფერმებში]] ამრავლებენ.
 
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|9|320|ჯანაშვილი ა.}}
 
{{ესკიზი-ცხოველები}}
 
[[კატეგორია:კვერნისებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიასამური“-დან