იან ჰუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Jan Hus.jpg‎|thumb|იან ჰუსი]]
[[ფაილი:Jan Hus at the Stake.jpg|thumb|იან ჰუსის კოცონზე დაწვის სცენა]]
'''იან ჰუსი''' (Jan Hus) (* [[1369]], [[ჰუსინეცი]] ― † [[6 ივლისი]], [[1415]], [[კონსტანცა]]), — [[ჩეხები|ჩეხი ხალხის]] ეროვნული გმირი, ჩეხური რეფორმაციის იდეოლოგი, მქადაგებელი.
 
[[1393]] დაამთავრა [[კარლის უნივერსიტეტი (პრაღა)|კარლის უნივერსიტეტი]] პრაღაში. [[1396]]-დან მაგისტრი, 1401-[[1402]] - თავისუფალ ხელოვნებათა ფაკულტეტის დეკანი, [[1402]]-[[1403]] და 1409-[[1410]] კარლის უნივერსიტეტის რექტორია. ჰუსი გამოდიოდა ჩეხი ხალხის, [[ჩეხური ენა|ჩეხური ენისა]] და კულტურის ეროვნული უფლებების დასაცავად, ილაშქრებდა გერმანელი მოძალებისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.
ხაზი 8:
 
[[1410]] პაპმა შეაჩვენა ჰუსი. [[1412]] ჰუსმა გაილაშქრა ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ, რისთვისაც პრაღა დაატოვებინეს. სამხრეთ ჩეხეთში ჰუსმა 2 წელი იცხოვრა. აქ დაასრულა მან თავისი ტრაქტატი "ეკლესიის შესახებ"([[1413]]) და [[ბიბლია|ბიბლიის]] ჩეხური თარგმანი, აქვე შექმნა ჩეხური ენის ორთოგრაფია. [[1414]] ჰუსი გამოიძახეს კონსტანცის საეკლესიო კრებაზე. მიუხედავად იმპერატორ სიგიზმუნდის მიერ ნაბოძები შეუვალობის სიგელისა, კონსტანცაში ჩასული ჰუსი დააპატიმრეს [[1414]] წლის 28 ოქტომბერს, ხოლო [[1415]], როგორც უტეხი ერეტიკოსი - კოცონზე დაწვეს. ჰუსის მოწამებრივმა სიკვდილმა დააჩქარა ჩეხეთში რევოლიციური მოძრაობა, რომელსაც მისივე რეფორმისტული იდეები ედო საფუძვლად ([[ჰუსიტური ომები]] [[1419]]-[[1437]]).
 
== ლიტერატურა ==
* ''გიოშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 698, თბ., 1987
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იან_ჰუსი“-დან