ხოსროიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
დინასტიას სათავე დაუდო [[სპარსეთი]]ს შაჰის, [[ხოსრო დიდი]]ს უფროსმა ვაჟიშვილმა მიჰრანმა, რომელიც ქართულ ისტორიაში ცნობილია [[მირიან III |მირიან მეფის]] სახელწოდებით. ფარნავაზიანთა დინასტიის ხოსროვიანთა დინასტიით ჩანაცვლება გამოიწვია უკანასკნელი ფარნავაზიანი მეფის [[ასფაგური]]ს გარდაცვალებამ სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, როდესაც [[სომხეთი|სომხეთსა]] და [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] შემოჭრილი სპარსთა მარბიელი ლაშქრის წინააღმდეგ [[ოსეთი]]დან მოკავშირეების გამოყვანას აპირებდა. ასფაგურს მემკვიდრე ძე არ დარჩა.
 
{{ციტატა|,,და ესე ასფაგურ იყო უკანაჲსკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისაჲ"}}<ref>ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. გვ. 52. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბ. 2012</ref>}}
 
{{ციტატა|,,ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი."}}<ref>ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. გვ. 53.</ref> }}
 
{{ციტატა|,,და არა ესუა ამას ასფაგურს ძე, არამედ ესუა ასული ერთი."}}<ref>ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. გვ. 55.</ref>}}
 
უმეფოდ დარჩენილმა ქართულმა არისტოკრატიამ მაიჟან სპასპეტის მეთაურობით სპარსეთის შაჰს ქვეყნის დანდობა და მემკვიდრედ 7 წლის მიჰრვანი სთხოვა გასამეფებლად. მას მეუღლედ ასფაგურის ასული აბეშურა შერთეს, რითაც ხაზი გაესვა პირველი დინასტიის მემკვიდრეობითობის უფლების კანონიერ გადასვლას მეორე დინასტიაზე. ხოსროვიანები ამრიგად ქართლის სომხური დინასტიის მეფეებს – არშაკიდებსაც დაუნათესავდნენ, ვინაიდან ასფაგური მამით ფარნავაზიანი, ხოლო დედით არშაკიდი იყო. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით კი მირიანი ქართლის მეფე, [[რევ II]]-ს ძე უნდა ყოფილიყო.''
15 წლის მირიანს აბეშურა დედოფალი გარდაეცვალა.
 
{{ციტატა|,,მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისაჲ, და დაესრულა ამას ზედა მეფობაჲ და დედოფლობაჲ ფარნავაზიანთა მეფეთაჲ."}}<ref>ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I.იქვე. გვ. 55</ref>}}
 
ახალ მეუღლედ ბიზანტიის სამხედრო მინისტრის, პონტოელი ლოგოთეტის ასული ნანა მოიყვანა. სწორად ამ დროს, მირიან მეფეს, ნანა დედოფალს და [[წმინდა ნინო]]ს უკავშირებს ქართული საისტორიო ტრადიცია მირიანის ბიზანტიური საგარეო პოლიტიკური ვექტორის არჩევას, რაც გამოიხატა [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით. ამ გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა იქონია [[საქართველო]]ს სახელმწიფოებრიობაზე და [[ისტორია]]ზე. მირიანი ერთ-ერთ უდიდეს მეფედ შემორჩა საქართველოს ისტორიას.