ჩრდილოეთი ნახევარსფერო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 18 ივნისი, 2012}}
[[ფაილი:Hemisferio Norte.png|thumb|250px|ჩრდილოეთი ნახევარსფერო გამოყოფილია მოყვითალო ფერით.]]
[[ფაილი:Nordhalbkugel gr.png|thumb|250px|ჩრდილოეთი ნახევარსფერო. მოჩანს ჩრდილოეთი პოლუსიდან.]]
'''ჩრდილოეთი ნახევარსფერო''' (ინგლისურენოვან ლიტერატურაში: '''''ჩრდილოეთი ჰემისფერო''''') — [[დედამიწა|დედამიწის]] ნაწილი, რომელიც ვრცელდება [[ეკვატორი]]დან ჩრდილოეთით. მის შემადგენლობაშია [[ხმელეთი]]ს დიდი ნაწილი; გარდა ამისა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 90%. [[არქტიკა]] როგორც ვრცელი რეგიონი ჩრდიოეთი პოლარული წრის ჩრდილოეთითაა. ზამთრის [[კლიმატი]] ცივია, [[ზაფხული]] გრილი იცის. [[ატმოსფერული ნალექები]] უმეტესად [[თოვლი]]ს სახითაა წარმოდგენილი. [[ჩრდილოეთი პოლარული წრე|ჩრდილოეთ პოლარულ წრესა]] და [[ჩრდილოეთი ტროპიკი|ჩრდილოეთ ტროპიკს]] შორის ვრცელდება [[ზომიერი სარტყლები|ჩრდილოეთის ზომიერი ზონა]]. ამ მხარეებში [[ზაფხული|ზაფხულსა]] და [[ზამთარი|ზამთარში]] კლიმატური ცვლილებები ზომიერია. თუმცა [[ზომიერი სარტყლები]]სთვის დამახასიათებელია მეტად არაპროგნოზირებადი [[ამინდი]].
 
ტროპიკულ რეგიონებში, როგორც წესი, მთელი წლის განმავლობაში ცხელა, [[ზაფხული|ზაფხულის თვეებში]] ხშირია [[წვიმა]], ხოლო [[ზამთარი]] სიმშრალით გამოირჩევა. [[კორიოლისის ძალა|კორიოლისის ძალის]] გამო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაბალი წნევის ზონები და [[ქარიშხალი|ქარიშხლები]] თითქმის ყოველთვის მოძრაობს მარცხენა მხარეს, ე.ი. საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცენტრში მდებარეობს [[ჩრდილოეთი პოლუსი]], რომელშიც დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს დედამიწის ზედაპირს.