ნეოპლატონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

r2.7.3) (ბოტის დამატება: ky:Неоплатонизм; cosmetic changes
(46.49.17.138-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Luckas-bot-ის მიერ რედაქტირებული ვერ�)
(r2.7.3) (ბოტის დამატება: ky:Неоплатонизм; cosmetic changes)
[[ფაილი:Plotinos.jpg|thumb|right|250px|პლოტინუსი]]
'''ნეოპლატონიზმი''' – თეორიული მოაზროვნეების ჰეტეროგენული სკოლების ფილოსოფიური და რელიგიური სწავლების საერთო სახელწოდება, ისინი ცდილობდნენ განევითარებინათ და შეერწყათ ბერძენ ფილოსოფ [[პლატონი|პლატონის]] მეტაფიზიკური იდეები.
 
== დოქტრინა ==
ნეოპლატიზმის დოქტრინა ძირითადად ბერძნულია; საუკუნეების განმავლობაში მასში სხვა მეტაფიზიკური სისტემებიც გაერთიანდა და საბოლოოდ ჰეტეროგენული დოქტრინა გახდა. ნეოპლატონიზმი [[იდეალისტური მონიზმი]]ს სახეობაა. იგი აცხადებს რომ სამყარო იმართება მარადიულობით, სრულყოფილებით. ამ სრულყოფილებიდან გამოირჩევა გონება (წმინდა ინტელექტი), საიდანაც წარმოშობილია მსოფლიო სული და საკუთრივ საიდანაც წარმოშობილნი არიან მცირე სულები. მსოფლიო სული წარმოდგენილია, როგორც გონება, ხოლო გონება სრულყოფილების გამოსახულებაა; ორივე, გონება და მსოფლიო სული სრულყოფილებასთან ერთად თანაარსებობენ. მსოფლიო სული არის ის შუამავალი, რომელიც გონებასა და მატერიალურ სამყაროს შორის არსებობს და იცავს გონების ინტეგრიალურობას და წარმოდგენილ სრულყოფილებას, რათა არ გახდეს მგრძნობიარე და გარყვნილი. მცირე სულებიც იმავე საქმეს ემსახურებიან.
 
 
== ისტორია ==
ნეოპლატონიზმს საფუძველი [[ალექსანდრია|ალექსანდრიაში]]ში, ეგვიპტეში ჩვ. წ–ით [[III საუკუნე|მესამე საუკუნეში]] ჩაეყარა. მისი დამაარსებელი [[ამონიუს საკასი|ამონიუსია]], ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, მისი მეტსახელი საკასი იყო, რაც მის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, "ტომრების გადამტანი" იგივე მებარგული. მაგრამ სწავლების განვითარების მთავარ ფიგურად [[პლოტინუსი]] ([[205]]–[[207]]) ითვლება. იგი ეგვიპტეში დაიბადა, ამონიუსისგან შეისწავლა ნეოპლატონიზმი და განავითარა იგი. [[რომი|რომში]] დასახლების შემდეგ მისი მთავარი ნაშრომები "ენეადები" იყო, რომელიც ნეოპლატონური მეტაფიზიკის გასაღებია.
 
სხვა მნიშვნელოვანი მოაზროვნეები იყვნენ სირიელ–ბერძენი სწავლული და ფილოსოფოსი [[პორფირიუსი]] ([[232]]–[[204]]), სირიელ–ბერძენი ფილოსოფოსი [[იამბლიკუსი]] (უცნობია–[[333]]) და ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი [[პროკლუსი]].
 
გამომდინარე იქიდან, რომ ნეოპლატონიზმი [[ასკეტიზმი|ასკეტიზმისა]]სა და ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის ელემენტებს შეიცავდა, მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ეკლესიის თავდაპირველ მამებს შორის. [[ავგუსტინე ნეტარი|ავგუსტინე ნეტარი]], თავის "აღსარებანში", ცნობს იმ დიდ წვლილს, რომელიც ნეოპლატონიზმმა ქრისტიანობის განვითარებაში შეიტანა და აღიარებს მის დიდ გავლენას საკუთარ რელიგიურ აზროვნებაზე. თუმცა, დოქტრინას [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკურ ეკლესიასთან]] ტურბულენტური ურთიერთობა ჰქონდა. [[529]] წელს [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I–მა]] იგი აკრძალა. [[დოგმატისტი|დოგმატისტებმა]] დაგმეს მისი არაორთოდოქსალური სკეპტიციზმის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, [[XV საუკუნე|მე–15 საუკუნისთვის]] ნეოპლატონიზმი მიღებული დოქტრინა იყო.
 
ნეოპლატონიზმს სული რომაელმა კათოლიკე თეორეტიკოსმა ფილოსოფოსმა [[ნიკოლას კუზელი|ნიკოლას კუზელმა]] და სხვა მისტიკოსებმა ჩაბერეს, რომლებსაც სურდათ გადაელახათ ცოდნის საზღვრები, რასაც იმ ხანად ადამიანის მიერ ღმერთის პირდაპირი ინტუიციური გააზრების თეორია ქმნიდა. ნეოპლატონიზმი ასეთ თეორიას არსობრივად უპირისპირდება, მიიჩნევს რა სულს შეუძლია ექსტაზის მდგომარეობაში გადალახოს ყველა საზღვარი. ნეოპლატონიზმის შემდგომი მკვდრედით აღდგომა იტალიური რენესანსის ჰუმანისტებს უკვაშირდება. ისინი გაბატონებულ [[არისტოტელიზმი|რაციონალისტურ არისტოტელიანურ ფილოსოფიას]] პლატონის იდეალისტური მეტაფიზიკით, შემდეგ კი ნეოპლატონიზმით დაუპირისპირდნენ. შემდგომი განვითარება იტალიერი სწავლულის [[მარსილიო ვიჩიანო|მარსილიო ვიჩიანოს]] ([[1433]]–[[1499]]) დამსახურებაა, კოსიმო დი მედიჩის პატრონაჟის ქვეშ, მან პლატონის, პორფირიუსის და იამბლიკუსის ნაშრომები თარგმნა და ანოტაცია გაუკეთა.
 
[[XVII საუკუნე|მე–17 საუკუნეში]], [[ინგლისი|ინგლისში]] [[კემბრიჯის უნივერსიტეტი|კემბრიჯელმა]] პლატონისტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ნეოპლატონიზმისადმი. ასევე დიდი იყო ინტერესის ტალღა [[XIX საუკუნე|მე–19]] და [[XX საუკუნე|მე–20]] საუკუნეშიც მწერლების და ინტელექტუალების მხრიდან, როგორებიც არიან ინგლისელი პოეტები [[უილიამ უორსვორდი]], [[ჯონ კიტსი]] და [[პერსი ბისი შელი]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.themystica.com/mystica/articles/n/neoplatonism.html ნეოპლატონიზმი]
 
[[kk:Неоплатонизм]]
[[ko:신플라톤주의]]
[[ky:Неоплатонизм]]
[[la:Neoplatonismus]]
[[lt:Neoplatonizmas]]
77 427

რედაქტირება