გერმანიის პოლიტიკური სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
 
'''[[გერმანია|გერმანიის]] პოლიტიკური სისტემა''' შედგება სამი ძირითადი ბირთვისგან: პოლიტიკური ინსტიტუტები, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შინაარსი.
 
გერმანიის პოლიტიკური ორგანიზაციული წყობა არის [[ფედერალური]] [[პარლამენტი|საპარლამენტო]] [[დემოკრატია]]. გერმანიას ასევე უწოდებენ [[პარტია|პარტიული]] დემოკრატიის ქვეყანას, ვინაიდან ერთმანეთთან ძლიერ კონკურენციაში მდგომა [[პოლიტიკური პარტია|პოლიტიკურ პარტიებს]] დიდი გავლენა აქვთ ქვეყნის ცხოვრებაზე. [[არჩევნები]] ტარდება პროპორციული სისტემით, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა კონკურენტი პარტიების მიერ კოალიციური მთავრობის შექმნა. გერმანიის პარლამენტი – [[ბუნდესტაგი]] ირჩევს [[ბუნდესკანცლერი|ბუნდესკანცლერს]], რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკას ფედერალურ დონეზე (ე.წ. დირექტივების კომპეტენცია) და წარადგენს [[ბუნდესმინისტრი|ბუნდესმინისტრების]] კანდიდატურებს. ფედერაციის (გერმ. Bund) ინსტიტუციები და კომპეტენციების გადანაწილება ფედერალურსა და ბუნდესლანდებს (ფედერალური მიწები) შორის რეგულირდება კონსტიტუციით (გერმ. ძირითადი კანონი, Grundgesetz). [[კონსტიტუცია|ძირითადი კანონის]] დაცვას ზედამხედველობს ფედერალური [[საკონსტიტუციო სასამართლო]]. გერმანია [[ევროკავშირი|ევროპის კავშირის]] წევრია და თავისი უზენაესი წარმომადგენლობითი უფლებების ნაწილი გადაცემული აქვს სახელმწიფოთა ამ კავშირისათვის.