ანდრომედეს გალაქტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ანდრომედას გალაქტიკა''' სპირალური [[გალაქტიკა|გალაქტიკაა]]. რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი [[სინათლის წელიწადი|სინათლის წლის]] მანძილზე იმყოდება [[დედამიწა|დედამიწიდან]], ანდრომედას [[თანავარსკვლავედები|თანავარსკვლავედში]]. ის, ასევე, ცნობილია, როგორც "მესიერ 31", M31 ან NGC 224. ანდრომედა ხშირად არის მოხსენიებული ძველ ტექსტებში, როგორც "დიდებული ანდრომედას ნისლეული". ეს გალაქტიკა უახლოესი ''სპირალური'' გალაქტიკაა, რომელიც [[ირმის ნახტომი|ჩვენს გალაქტიკასთან]] მდებარეობს, მაგრამ არა ყველაზე უახლოესი. მან თავისი სახელი მიიღო იმ ცის ნაწილიდან, რომელშიც ის ჩნდება ხოლმე - ანდრომედას თანავარსკვლავედში, რომელმაც ეს სახელი [[მითოლოგია|მითოლოგიური]] პრინცესა ანდრომედასგან მიიღო. M31 ყველაზე დიდი გალაქტიკაა "ადგილობრივ ჯგუფში", რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს [[ირმის ნახტომი|"ირმის ნახტომს"]] და 30-მდე სხვა შედარებით პატარა გალაქტიკას. მართალია ანდრომედა უდიდესია "ადგილობრივ ჯგუფში", მაგრამ ის ყველაზე მასიური არაა. ახალ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი გალაქტიკა შეიცავს უფრო მეტ ბნელ მატერიას და სრულიად შესაძლებელია "ირმის ნახტომი" იყო ყველაზე მასიური ჯგუფში. 2006 წლის დაკვირვებების მიხედვით, რომელიც "სპიცერის" ინფრაწითელი ტელესკოპით მოხდა, M31-ში არსებობს 1 ტრილიონი [[ვარსკვლავი]]: სულ ცოტა, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. "ირმის ნახტომში" მეცნიერებმა შეაფასეს ვარსკვლავების რაოდენობა და გამოვიდა, რომ ის შეიცავს 200-400 მილიარს მნათობს.
 
ანდრომედას გალაქტიკა, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით იწონის 7,1x10<sup>11</sup> [[მზე|მზის]] მასას. შედარებისთვის, 2009 წლის კვლევების მიხედვით, "ირმის ნახტომი" და ანდრომედა დაახლოებით ერთი და იმავე მასის არიან, ხოლო 2006 წლის გამოკვლევები აჩვენებენ, რომ "ირმის ნახტომი" ანდრომედას მხოლოდ 80% იწონის. 3,75 მილიარდ წელიწადში, ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს [http://astronet.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D1/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%981/938-2012-06-01-19-29-22 შეეჯახება].
 
== დაკვირვებების ისტორია ==
1917 წელს, ამერიკელმა ასტრონომმა ჰებერ კურტისმა M31-ში სუპერნოვა დაინახა. სხვა ფოტოების მიღების შემდეგ, მეცნიერმა 11 ახალი სუპერნოვა აღმოაჩინა. კურტისმა შენიშნა, რომ ეს სუპერნოვები, საშუალოდ, 10 მაგნიტუდით მკრთალი იყო, ვიდრე სხვები, რომელიც ცის სხვა ადგილებში ხდებოდა. შედეგად, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ობიექტი დაშორებულია 500 000 [[სინათლის წელიწადი|სინათლის წელიწადით]] (3,2x10<sup>10</sup> [[ასტრონომიული ერთეული|ა.ე.]]). ის გახდა ე.წ. "კუნძულისებრი სამყაროს" ჰიპოთეზის დამცველი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ სპირალური ნისლეულები სინამდვილეში დამოუკიდებელი გალაქტიკები იყვნენ.
 
[[image:Edwin_Hubble_with_pipe.jpg|thumb|right|225px|[[ედუინ ჰაბლი|ედვინ ჰაბლი]]]]
1920 წელს, "დიდი დებატები" გაჩნდა კურტისსა და ჰერლოუ შეფლის შორის. ისინი კამათობდნენ "ირმის ნახტომის", სპირალური ნისლეულების, და სამყაროს განზომილებების შესახებ. კურტისს რომ დაემტკიცებინა, რომ "დიდებული ანდრომედას ნისლეული" იყო სხვა გალაქტიკა, მან ასევე ახსენა ბნელი ბილიკების სტრუქტურა, რომელიც ძალიან გავდა მტვრის ღრუბლებს ჩვენ გალაქტიკაში, ისევე როგორც [[დოპლერის ეფექტი]] ([[წითელი ძვრა|წითელი წანაცვლება]]). 1922 წელს, ერნსტ ოპიკმა წამოაყენა ძალიან ელეგანტური და უბრალო მეთოდი M31-მდე მანძილის დასადგენად. მიღებულმა შედეგმა, ანდრომედას ნისლეული ჩვენი გალაქტიკიდან "გააგდო" დაახლოებით 450 000 პარსეკამდე, რომელიც დაახლოებით არის 1 500 000 [[სინათლის წელიწადი]] (ანუ აღმოჩნდა, რომ ის გაცილებით შორს იყო). [[ჰაბლი, ედუინ|ედვინ ჰაბლმა]] წარმოქმნა დებატები 1925 წელს, როდესაც მან M31-ის ასტრონომიულ ფოტოებზე ამოიცნო ექსტრაგალაქტიკური "ცეფეიდები" (ცვალებადი ნათობის მქონე ვარსკვლავები) . ეს ფოტოები მიიღეს 2,5 მეტრი დიამეტრის სარკიანი "ჰუკერის ტელესკოპიდან". ამ ტელესკოპმა საშუალება მისცა მეცნიერებს დაედგინათ ანდრომედამდე მანძილი. ჰაბლის გაზომვებმა და კვლევებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ეს ობიექტი არ იყო ვარსკვლავთგროვა ან გაზი ჩვენს გალაქტიკაში. ის იყო სრულიად სხვა გალაქტიკა, რომელიც დიდი მანძილითაა ჩვენგან დაშორებული.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
==რესურსები ინტერნეტში==