მრავალწევრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
{{გასწორება}}
 
'''მრავალწევრი''', ''პოლინომი'' — გამოსახულება Ax<sup>k</sup>y<sup>l</sup>...w<sup>m</sup>+Bx<sup>n</sup>y<sup>p</sup>...w<sup>q</sup>+...+Dx<sup>r</sup>y<sup>s</sup>...w<sup>t</sup>, სადაც x, y, ..., w [[ცვლადი|ცვლადებია]], ხოლო A, B, ... D (მრავალწევრის კოეფიციენტები) და k, l, ..., t ([[ხარისხი]]ს მაჩვენებლები) — [[მთელი არაუარყოფითი რიცხვები]] — [[მუდმივა|მუდმივებია]]. Ax<sup>k</sup>y<sup>l</sup>...w<sup>m</sup> სახის [[შესაკრები|შესაკრებს]] მრავალწევრის ''წევრებს'' უწოდებენ. მრავალწევრის ორ წევრს ეწოდება მსგავსი, თუ მათში ერთნაირ ცვლადებს ერთნაირი ხარისხის მაჩვენებლები აქვთ. მრავალწევრის მსგავსი წევრები შეიძლება შევცვალოთ ერთი წევრით (მსგავსი წევრების ''დაყვანა''). ორ მრავალწევრს ეწოდება ''ტოლი'', თუ მსგავსი წევრების დაყვანის შემდეგ ყველა წევრი [[ნული]]საგან განსხვავებული კოეფიციენტებით წყვილ-წყვილად ტოლია (მაგრამ თითოეული მათგანი შეიძლება ჩაწერილი იყოს განსხვავებული რიგით) ან მრავალწევრის ყველა კოეფიციენტი ნულის ტოლია. ამ შემთხვევაში მრავალწევრს უწოდებენ ''იგივურად ნულის ტოლს'' და აღნიშნავენ ნიშნით 0-ით.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მრავალწევრი“-დან