უილიამ ჰოვარდ ტაფტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 63:
'''უილიამ ჰოვარდ ტაფტი''' (''[[ინგლ.]]'' William Howard Taft) (დ. [[15 სექტემბერი]], [[1857]] — გ. [[8 მარტი]], [[1930]]) — [[ამერიკელები|ამერიკელი]] პოლიტიკოსი, [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატების]] რიგით 27-ე [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] [[1909]]-[[1913]] წლებში, [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკელი]].
 
ტაფტი 1857 წელს [[ოჰაიო (შტატი)|ოჰაიოს]] შტატის ქალაქ [[ცინცინატი|ცინცინატში]] დაიბადა. მან დაამთავრა [[იელის კოლეჯი]] 1878 წელს და [[ცინცინატის სამართლის სკოლა]] 1880 წელს. იგი სასამართლოს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ამის შემდეგ 1900 წელს ის პრეზიდენტმა [[უილიამ მაკ-კინლი|უილიამ მაკ-კინლმა]] [[ფილიპინები]]ს გენერალ-გუბერნატორად დანიშნა. 1904 წელს პრეზიდენტმა [[თეოდორ რუზველტი|თეოდორ რუზველტმა]] აშშ-ის ომის მდივნად დანიშნა. [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1908)|1908 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში]] ტაფტს მოქმედმა პრეზიდენტმა და მეგობარმა თეოდორ რუზველტმა მხარი დაუჭირა. მან არჩევნებში ადვილად გაიმარჯვა.
 
მისი პრეზიდენტობის დროს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მოვლენები მონოპოლიების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, ასევე სამოქალაქო სამსახურის რეფორმა და საფოსტო სამსახურის ფუნქციონირების გაუმჯობესება იყო. საგარეო პოლიტიკაში ტაფტი [[დოლარის დიპლომატია|დოლარის დიპლომატიით]] [[აზია|აზიის]]ა და [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] განუვითარებელი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას ცდილობდა. [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1912)|1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში]], სადაც მას ყოფილი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი დაუპირისპირდა, გამანადგურებელი მარცხი იწვნია და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. რესპუბლიკელების ელექტორატის ხმების გაყოფის ხარჯზე არჩევნებში [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატმა]] [[ვუდრო უილსონი|ვუდრო უილსონმა]] გაიმარჯვა.