კაკალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: ta:அக்ரூட்
No edit summary
ხაზი 24:
| ncbi =
}}
'''კაკალი''', ''ნიგვზის ხე'' ([[ლათ.]] Juglans regia), ფოთოლმცვივანი ხე [[კაკლისებრნი|კაკლისებრთა]] ოჯახისა. მისი სიმაღლე 20—30 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ. ეულად მდგომს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. აქვს ლეგა, დაშაშრული ქერქი, ერთსქესიანი და [[ერთსახლიანი მცენარეები|ერთსახლიანი]] ყვავილები, კენტფრთართული, პრიალა ფოთოლი, რომელიც ეთეროვან ზეთს შეიცავს. ნაყოფი კურკიანაა (ე. წ. [[კაკალი (ნაყოფი)|„კაკალი“]]). ბუნებრივად გავრცელებულია [[მცირე აზია]]ში, [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულზე]], [[ირანი|ირანში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[კავკასია]]სა და [[ცენტრალური აზია|შუა აზიაში]]. [[ამიერკავკასია]]ში ველურად იზრდება თითქმის ყველგან, ქმნის მცირე კორომებს, მეტწილად კი ერთეული ხეებია. მდინარისპირა ვაკეთა ტყეებში შერეულია მუხასთან, თელასა და რცხილასთან.
 
[[საქართველო]]ში ველური კაკლის ყველაზე დიდი კორომია მდინარე ალაზნის ნაპირებზე — [[პანკისის ხეობა]]ში (10 ჰა) და [[ჯუმას ყურე]]ში (ალაზნის ველის ჭალაში, 40 ჰა). კაკალი სინათლისა და სითბოს მოყვარულია. მაღალ მთებში (1500 მ-ზე ზევით) სიცივე აზიანებს, უძლებს 20-22°C-მდე ყინვას. საკმაოდ გვალვაგამძლეა. ვერ ეგუება ჭარბტენიან და ეწერ ნიადაგს. კარგად ზარობს ნოყიერ ნიადაგზე, თიხნარ-კირნარზე. ყვავილობს ფოთლის გაშლასთან ერთად, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ნაყოფმსხმოიარეა 12 წლიდან 200 წლამდე. მოსავლიანი ხე — 100-200 კგ ნაყოფს იძლევა. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს. მისი მერქანი (მეტადრე ნუჟრები) ძვირფასი საავეჯე მასალაა. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს (45-77%), ცილებს (8-21%), B<sub>1</sub> ვიტამინსა და A პროვიტამინს. მკვახე ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით, მისგან მურაბას ამზადებენ მწიფე კაკლის გულისაგან — ნიგვზისაგან — ხდიან ზეთს და ხმარობენ საკონდიტრო წარმოებაში. წენგოსაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს. ფოთლები და წენგო იხმარება მედიცინაში. კაკალი კარგი საჩრდილობელი ხეა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|5|324|მირზაშვილი ვ.}}
* ''მირზაშვილი ვ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 324, თბ., 1980
 
[[კატეგორია:კაკლისებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაკალი“-დან