მუხა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 15:
| commons =Category:Quercus
}}
'''მუხა''' (Quercus) — მცენარეთა გვარი [[წიფლისებრნი|წიფლისებრთა]] ოჯახისა. მარადმწვანე ან ზაფხულმწვანე ხეებია.
საქართველოში გავრცელებულ მუხებს შორის ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს ქართულ მუხას. იგო მთელ ტყიან საქართველოში გვხვდება. მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა (Quercus macranthera) უმეტესად გავრცელებულია [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]]. დასავლეთ საქართველოში მხოლოდ [[რაჭა]]სა და [[სვანეთი|სვანეთში]] გვხვდება. იგი 20–28 მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს სქელი მუქი ქერქით დაფარული მოკლე და მსხვილი ღერო, ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან მოყვითალო–მონაცრისფრო ან მურა ბუსუსით მოფენილი ფოთლები. იზრდება 1700–2400 მეტრ სიმაღლეზე და სამხრეთით მშრალ ფერდობებზე ქმნის მეჩხერ ტყეებს. ხარობს ტენიან ფერდობებზეც. ცოცხლობს 450 წლამდე. იმერული მუხის ხელუხლებელი მასივები შემორჩენილია საღორიისა და აჯამეთის ტყეებში. პონტოური მუხა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. სხვებისაგან განსხვავებით, დიდი და მთლიანი ფოთლები აქვს. ჭოროხის მუხა (Quercus dschorochensis) პატარა ხე ან ბუჩქია. სწორი ან ტანბრეცილი ღერო აქვს, იზრდება
სინათლისა და სითბოს მოყვარულია, მაგრამ საკმაოდ ყინვაგამძლეცაა. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. ზოგჯერ გადაწვენით. მუხის მერქანი მაგარი და გამძლეა, მაღალი ღირსების. იყენებენ მშენებლობაში, სავეჯე და სადურგლო წარმოებაში. ქერქი და მერქანი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ზოგიერთი სახეობის ([[კორპის მუხა]]) ქერქი იძლევა კორპს. რკოსაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუხის ბევრი სახეობა (მაგ: წაბლფოთოლა მუხა — Quercus castaneifolia) დეკორატიულია, რგავენ ბაღებსა და პარკებში ხეივნებად, ზოგ სახეობას — ქვიანი ფერდობების გასამწვანებლად.
|