გეოსინკლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 17 ივნისი, 2012}}
[[ფაილი:James Dwight Dana by Warren, 1865.jpg|მინი|[[ჯეიმზ დანა]]. გეოსინკლინების თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი]]
'''გეოსინკლინი''' ([[ბერძნ.]] gē – მიწა, დედამიწა და [[სინკლინი]]) — ზღვის ფსკერზე ჩასახული [[დედამიწის ქერქი]]ს უმნიშვნელოვანესი [[სტრუქტურა|სტრუქტურულ]]-[[გეოლოგია|გეოლოგიური]] ერთეული. წარმოადგენს მობილურ უბანს, რომელიც [[დედამიწის ქერქი]]ს სტაბილურ უბანს — [[ბაქანი|ბაქანს]], უპირისპირდება. ახასიათებს დიდი სისქის (10-20 [[კმ]]) ზღვიური ნალექების დაგროვება (რაც ფსკერის დაძირვით აიხსნება), [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] ძლიერი [[მეტამორფიზმი]], ინტენსიური დანაოჭება, მძლავრი მაგმატიზმი და მთათწარმოშობა. გეოსინკლინი გრძელი (ასეულობით [[კილომეტრი]]), შედარებით ვიწრო სარტყელია, რომლის წარმოშობა უმეტეს შემთხვევაში სიღრმულ რღვევებს უკავშირდება.
 
რღვევები განაპირობებენ [[დედამიწის ქერქი]]ს ბლოკებად დასახსვრას, დაძირვასა და გეოსინკლინში [[მაგმა|მაგმის]] შემოჭრას. გეოსინკლინის განვითარების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ფსკერის დაძირვა და ნალექთდაგროვება (საკუთრივ გეოსინკლინური ეტაპი). ამ ეტაპზე ხშირია წყალქვეშა ვულკანიზმი, რომელიც ვულკანოგენურ ფორმაციებს წარმოშობს (სპილიტურ-კერატოფირული, სპილიტურ-დიაბაზური, პორფირიტული). ამ ეტაპზე ხდება [[დანაოჭება]]ც, რის გამოც გეოსინკლინში წარმოიქმნება [[კუნძულთა რკალები]] (გეოანტიკლინები) და შიგა გეოსინკლინური როფები, რომლებშიც ნალექთდაგროვების პირობები ცვალებადია. გეოსინკლინებში [[ინტრუზია|ინტრუზიულ სხეულთა]] შემოჭრაც ხდება. გეოსინკლინის განვითარების მეორე ეტაპზე ([[ოროგენი|ოროგენულზე]]) მიმდინარეობს ძლიერი დანაოჭება და მთათა წარმოქმნა.
Line 7 ⟶ 6:
აზევება დიფერენცირებულია — [[მთა|მთების]] გვერდით მთათაშუა და მთისწინა როფებიც ჩნდება, რომლებშიც მიმდინარეობს მთების გადარეცხვის პროდუქტების, [[მოლასები]]ს, დაგროვება. შემდგომი [[დანაოჭება]] მოლასურ ნალექებსაც მოიცავს და [[ზღვა]] აქედანაც უკან იხევს. ამ ეტაპზე გაბატონებულია უმთავრესად ფუძე და საშუალო მჟავიანობის სუბაერული [[ვულკანიზმი]]. გეოსინკლინური ნალექების ქვედა ნაწილი დიდ სიღრმეზე დაძირვის გამო [[მეტამორფიზმი|მეტამორფიზმს]] განიცდის.
 
გეოსინკლინური ნაოჭები ხაზობრივია, უმეტეს შემთხვევაში ძლიერ შეკუმშული, შეცოცებით დაწყვეტილი და ზოგჯერ დიდი ჰორიზონტალური გადაფარვებით — [[შარიაჟი|შარიაჟებით]] გართულებული. გეოსინკლინურ როფებს შორის ზოგან მოქცეულია დედამიწის ქერქის ბლოკები — შუალედი მასივები, რომლებიც გეოსინკლინის განვითარებაში სუსტად ან სულ არ მონაწილეობენ. შუალედი მასივის სუბსტრატი ადრევეა დანაოჭებული, სუსტი დაძირვის გამო სიმტკიცეს ინარჩუნებს და მასზე განლაგებულ ახალგაზრდა ნალექებს ინტენსიური [[დანაოჭება|დანაოჭებებისაგან]] იცავს.
 
შუალედი მასივებისა და გეოსინკლინების ერთობლიობა გეოსინკლინურ სისტემას ქმნის; უკანასკნელთა ერთობლიობა — გეოსინკლინურ სარტყლებს (მაგ., ხმელთაშუა ზღვის სარტყელი). განარჩევენ ევ- და მიოგეოსინკლინებს. პირველი ხასიათდება ძლიერი [[მაგმატიზმი]]თ. აღნიშნული გეოსინკლინის ორი ტიპი გამოყო გერმანელმა გეოლოგმა [[ჰანს შტილე]]მ.
Line 29 ⟶ 28:
* Тектоника Евразии, М., 1966;
* Обуэн Ж., Геосинклинали. Проблемы происхождения и развития, [пер. с англ.], М., 1967.
 
[[კატეგორია:ისტორიული გეოლოგია]]
[[კატეგორია:ფილაქნების ტექტონიკა]]
 
[[bn:মহীখাত]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გეოსინკლინი“-დან