გეოსინკლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 17 ივნისი, 2012}}
[[ფაილი:James Dwight Dana by Warren, 1865.jpg|მინი|[[ჯეიმზ დანა]]. გეოსინკლინების თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი]]
'''გეოსინკლინი''' — ზღვის ფსკერზე ჩასახული [[დედამიწის ქერქი]]ს უმნიშვნელოვანესი [[სტრუქტურა|სტრუქტურულ]]-[[გეოლოგია|გეოლოგიური]] ერთეული. წარმოადგენს მობილურ უბანს, რომელიც [[დედამიწის ქერქი]]ს სტაბილურ უბანს — [[ბაქანი|ბაქანს]], უპირისპირდება. ახასიათებს დიდი სისქის (10-20 [[კმ]]) ზღვიური ნალექების დაგროვება (რაც ფსკერის დაძირვით აიხსნება), [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] ძლიერი [[მეტამორფიზმი]], ინტენსიური დანაოჭება, მძლავრი მაგმატიზმი და მთათწარმოშობა. გეოსინკლინი გრძელი (ასეულობით [[კილომეტრი]]), შედარებით ვიწრო სარტყელია, რომლის წარმოშობა უმეტეს შემთხვევაში სიღრმულ რღვევებს უკავშირდება.
 
ხაზი 9:
გეოსინკლინური ნაოჭები ხაზობრივია, უმეტეს შემთხვევაში ძლიერ შეკუმშული, შეცოცებით დაწყვეტილი და ზოგჯერ დიდი ჰორიზონტალური გადაფარვებით — [[შარიაჟი|შარიაჟებით]] გართულებული. გეოსინკლინურ როფებს შორის ზოგან მოქცეულია დედამიწის ქერქის ბლოკები — შუალედი მასივები, რომლებიც გეოსინკლინის განვითარებაში სუსტად ან სულ არ მონაწილეობენ. შუალედი მასივის სუბსტრატი ადრევეა დანაოჭებული, სუსტი დაძირვის გამო სიმტკიცეს ინარჩუნებს და მასზე განლაგებულ ახალგაზრდა ნალექებს ინტენსიური დანაოჭებებისაგან იცავს.
 
შუალედი მასივებისა და გეოსინკლინების ერთობლიობა გეოსინკლინურ სისტემას ქმნის; უკანასკნელთა ერთობლიობა — გეოსინკლინურ სარტყლებს (მაგ., ხმელთაშუა ზღვის სარტყელი). განარჩევენ ევ- და მიოგეოსინკლინებს. პირველი ხასიათდება ძლიერი [[მაგმატიზმი]]თ. აღნიშნული გეოსინკლინის ორი ტიპი გამოყო გერმანელმა გეოლოგმა [[ჰანს შტილე]]მ.
 
თანამედროვე გეოსინკლინებად მიაჩნიათ კუნძულთა რკალები, ოკეანური ღრმულები, შიგა და გარე ზღვები. გეოსინკლინურ სარტყელში ხდება [[დედამიწის ქერქი]]ს ევოლუცია ოკეანურიდან კონტინენტურამდე. გრავიტაციული და მაგნიტური ველები გეოსინკლინში მკვეთრად ანომალიურია. დამახასიათებელია აგრეთვე ძლიერი სეისმურობა.
 
გეოსინკლინების თეორიის ფუძემდებლები არიან ამერიკელები [[ჯეიმზ ჰოლი]] ([[1859]]) და [[ჯეიმზ დანა]] ([[1873]]), რომლებმაც შემოიღეს [[ტერმინი]] „გეოსინკლინი“.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/230387/geosyncline გეოსინკლინი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Геосинклиналь/ გეოსინკლინი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru}}
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|87-88|ცაგარელი ა.}}
* Архангельский А. Д., Геологическое строение и геологическая история СССР, 4 изд., т. 1—2, М. — Л., 1947—1948;
* Кэй М., Геосинклинали Северной Америки, пер. с англ., М., 1955;
* Хаин В. Е. и Шейнманн Ю. М., Сто лет учения о геосинклиналях, "Советская геология", 1960, № 11;
* Белоусов В. В., Основные вопросы геотектоники, 2 изд., М., 1962;
* Штилле Г., Избр. труды, пер. с нем., М., 1964;
* Хаин В. Е., Общая геотектоника, М., 1964;
* Тектоника Евразии, М., 1966;
* Обуэн Ж., Геосинклинали. Проблемы происхождения и развития, [пер. с англ.], М., 1967.
 
[[bn:মহীখাত]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გეოსინკლინი“-დან