ფორამინიფერები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ფორამინიფერები''' ([[ლათინური ენა|ლათ]]. Foraminifera) — უმარტივესების რიგი [[ფესვფეხიანები|ფესვფეხიანთა]] ქვეკლასისა. ძირითადად ზღვის ბენთოსური ცხოველები არიან, მხოლოდ 2 ოჯახია (Globigerinidae და Globorotalidae) პლანქტონური ფორმები. ფორამინიფერების ციტოპლაზმური სხეული დაფარულია მკვრივი ნიჟარით. ნიჟარები ერთ- და მრავალსაკნიანია, ზოგჯერ დატოტვილი. საკანის აგებულებასა და განლაგებაზეა დამოკიდებული ჩონჩხის ფორმა.
 
ზომა ძირითადად 0,1-1 მმ, ზოგისა - 20 სმ აღწევს. ნიჟარის შიგთავსი გარემოსთან დაკავშირებულია ბაგით. ფორამინიფერების საკანი დაცხრილულია
უწვრილესი ფორმებით, საიდანაც გამოდის დატოტვილი და ანასტომოზირებული ფსევდოპოდიები, რომელთა დანიშნულებაა მოძრაობა და საკვების მოპოვება.
ფორამინიფერებისათვის დამახასიათებელია ჰაპლოიდური და დიპლოიდური თაობების მორიგეობა. [[ზიგოტა|ზიგოტიდან]] ვითარდება უსქესო დიპლოიდური თაობა - [[აგამონტი]].
 
მისი ბირთვის ზრდისა და მრავალჯერადი დაყოფის შემდეგ წარმოიქმნება აგამეტები, რომლებიც საწყისს აძლევენ ჰაქპლოიდურ სქესობრივ თაობას - გამონტებს, ამ უკანასკნელებისაგან კი ვითარდება გამეტები. ზოგიერთ ფორამინიფერებს აქვს ორშოლტიანი სასქესო უჯრედები - იზოგამეტები, რომლებიც წყალში კოპულირებენ სხვა ინდივიდის გამეტებთან და წარმოქმნიან დიპლოიდურ ზიგოტას.
 
ფორამინიფერები შედიან ზღვის [[დანალექი ქანები]]ს შემადგენლობაში. ნამარხი ფორამინიფერები ცნობილია კამბრიული ხანიდან. ნამარხ ფორამინიფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს [[სტრატიგრაფია (გეოლოგია)|სტრატიგტრაფიისათვის]].
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|365|გოგებაშვილი ი.}}
 
* ''გოგებაშვილი ი''., ქსე, ტ. 10, გვ. 365, თბ., 1987.
 
[[კატეგორია:ბიოლოგია]]