რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ტაძარი
| ტაძრის_სახელი = რუისირუისის ღვთისმშობლის ტაძარი
| სურათი = Ruisichurch.jpg|
| infobox_width = 250px
| წარწერა =
| რაიონი = [[ქარელის მუნიციპალიტეტი]]
| ადგილმდებარეობა = სოფ.[[რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|რუისი]]
| ხუროთმოძღვარი =
| ქვეყანა={{GEO}}
ხაზი 23:
| გეგმა_წარწერა=ტაძრის გეგმა
}}
'''რუისირუისის ღვთისმშობლის ტაძარი''' - ტაძარი [[ქარელის რაიონი|ქარელის რაიონისმუნიციპალიტეტი]] [[რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|სოფ. რუისის]] შუაგულში. [[ტაძარი]] ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. [[ეკლესია]] თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი [[ქვიშაქვა|ქვიშაქვის]] კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო [[ბალასტი]]ს კვადრები, [[შირიმი]] და [[აგური]].
 
==ისტორია==
გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]]. ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო [[ფენა]]. უძველესი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. [[X]] საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში [[გიორგი ეპისკოპოსი|გიორგი ეპისკოპოსს]] იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთი კარიბჭის [[აფსიდი]]ს [[კონქი]]ს ქუსლთან არსებული ორსტრიქონიანი [[ასომთავრული]] წარწერა: {{ციტატა|ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ}}; წარწერის ბოლოში მიწერილია: ”მარიამ დედოფლისა” (დედა, რომელიც ბაგრატის გამეფებამდე განაგებდა ქვეყანას). საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] დედა [[ბურდუხანი]]: ”ზრუნვა და საზრუნავი ხელ ეყო დედოფალსა ბურდუხანს”. [[თემურლენგი]]ს შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთი ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე [[ალექსანდრე I, დიდი|ალექსანდრე I-ს]] ([[1412]]-[[1442]]). {{ციტატა|ქ ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა-მეფობა დიდისა ალექსანდრესი, - რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყოს}} ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერაში კი მოხსენიებულია შემკეთებელი [[ოსტატი]]: ”გალატოზთა ზედა მომგესა შალვას შეუნდვეს ღმერთმან, ამინ”. XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს [[დიონისე ლარაძე]]ს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, [[როსტომ მეფე|როსტომ მეფის]] ([[1632]]-[[1758]]) მეუღლეს. XVII საუკუნეში [[მროველი ეპისკოპოსი]]ს სამწყსო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: {{ციტატა|ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისა ზეითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე და აწ ისევ მწყსის ხეობასა და სადგერს...}} რუისის ეპარქიის იმ ხანის [[ეკონომიკა]]ზე საინტერესო ცნობას იძლევა რუისის მღვდელმთავრის [[ნიკოლოზ ორბელიანი]]ს მიერ [[1715]] წელს შედგენილი ”სამწყსოს დავთარი”. [[1803]] წელს ტაძარში ტრაპეზ-ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. [[1811]] წელს [[რუისის ეპარქია]] გაუქმდა. [[1920]] წლის თებერვლის [[მიწისძვრა]]მ ძეგლი ძლიერ დააზიანა. ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა [[1936]] და [[1938]] წლებში საქართველოს კულტურული ძეგლთა განყოფილებამ, ხოლო [[1950]]-[[1953]] წლებში სპეციალურმა სამეცნიერო სახელოსნომ (ხელმძღვანელი ვ. ცინცაძე).
Line 32 ⟶ 33:
==ფასადი==
ტაძარი დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. შენობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. ეს განსაკუთრებით ჩანს აღმოსავლეთიდან. ეს ფასადი შესამჩნევად ფართო, დამჯდარი და თითქმის მოურთველია. ტაძრის გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. სარკმლების ნაირგვარი ორნამენტით მორთულ საპირეებს შემოვლებული აქვს ორმაგ ლილვებიანი დეკორატიული თაღედი და ნახევარსვეტები. ასევე დეკორატიულია ნახევარსვეტების [[კაპიტელი|კაპიტელები]] და [[ბაზისი|ბაზისები]]. დეკორატიული თაღების შერწყმის ადგილზე, გუმბათის წახნაგებზე [[ჩუქურთმა|მოჩუქურთმებული]] გირჩებია. გუმბათის სარკმლების დეკორატიული სისტემა ეყრდნობა სამი ლილვისგან შედგენილ სარტყელს.გუმბათს ზემოთ შემოვლებული ჰქონდა ორი გრეხილი ლილვი და დეკორირებული [[ფრიზი]] (შემორჩენილია ფრაგმენტები). გუმბათი, ისე როგორც ფასადები, დასრულებულია ლილვისა და მეოთხედი წრეთა რიგისაგან შედგენილი ლავგარდნით. ტაძრის ჯვრის მკლავების ფრონტონების ქვეშ მოთავსებული იყო მოჩუქურთმებული ჯვრები (შემორჩენილია სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე). მორთული იყო შესასვლელისა და სარკმელთა საპირეებიც. მათი უმეტესი ნაწილი განახლებულია XV საუკუნეში.
 
===რელიეფი===
[[ფაილი:რუისის ტაძრის რელიეფის ფრაგმენტი.jpg|200px|thumb|რუისის ტაძრის რელიეფის ფრაგმენტი]]
ფასადებზე გაფანტულია X-XI საუკუნის ორნამენტირებული ფრაგმენტები. აღსანიშნავია რამდენიმე საინტერესო რელიეფი. სადიაკვნის დამატებითი სათავსის შესასვლელის ნახევარწრიულ, ლილვებით შემოფარგლულ და ორნამენტით მორთულ ტიმპანზე სამი ოდნავ ჩაღრმავებული სწორკუთხედი შევსებულია კომპოზიციურად დამოუკიდებელი ფიგურული გამოსახულებებით - შუაში [[ანგელოზი|ანგელოზითა]] და პატარა ფიგურებით გარშემორტყმული ხელგაშლილი [[ქრისტე]]ა; მარჯვნივ - [[ღვთისმშობელი]] ყრმით და მის წინ მუხლმოდრეკილი ფიგურა; მარცხნივ შუაში დგას [[შარავანდედი]]ანი გულხელდაკრეფილი ფიგურა, აქეთ იქეთ კი მუხლმოდრეკილი და ფეხზე მდგომი ფიგურებია. [[რელიეფი]]თ იყო შემკული სამხრეთი [[ფასადი]]ც: აქ გამოსახულია ორი მამაკაცი - მარჯვენას ერთ ხელში [[ჩაქუჩი]] ([[წერაქვი]]) ეჭირავს, მეორეში [[გონიო]]; მარცხენას მხრებზე წამოსასხამი აქვს და ერთ ხელში რაღაც უჭირავს (სავარაუდოა - ტაძრის [[გეგმა]]), მეორეში ჩაქუჩი (წერაქვი). კარგად გაირჩევა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ფიგურებს შორის, სარკმლის ნახევარწრიულ ჭრილზე გადაყვანილია რელიეფური დეჯორატიული თაღი. მარჯვნივ ფიგურასთან ოთხი წვრილი [[ასომთავრული]] ასოა ამოკვეთილი. ტაძრის კონუსური [[გუმბათი]] გადახურულია [[თუნუქი]]თ, ხოლო დანარჩენი სახურავები [[კრამიტი]]საა.
Line 56 ⟶ 58:
==ლიტერატურა==
*{{ქსე|8|468|გვასალია ჯ., მენაბდე ლ., ზაქარაია პ.}}
* {{სძა|5|385-388}}
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 5, თბილისი, 1990
 
[[კატეგორია:ქარელის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]