ასფალტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Bitumazione.jpg|მინი|330პქ|აგებენ ასფალტს]]
'''ასფალტი''' ({{lang-el|άσφαλτος}} – მთის ფისი) — განასხვავებენ ბუნებრივსა და ხელოვნურ ასფალტს. ბუნებრივი ასფალტი [[ნავთობი]]საგან წარმოიქმნება. მსუბუქი ფრაქციების აორთქლებისა და ჰიპერგენეზისის ზეგავლენით მძიმე ფრაქციების დაჟანგვის შედეგად [[ნავთობი]] ჯერ სქელ, ძალიან ბლანტ მალთად იქცევა, მერე კი — მყარ, ადვილდნობად ასფალტად. შემდგომი ცვლილებებისას წამროიქმნება ასფალტიტი. ზოგჯერ ასფალტის დიდი „ნავთობის ტბები“ ზედაპირზე ქმნის მეტნაკლებად სქელ ქერქს (მაგ., ასფალტის ტბა კუნძულ [[ტრინიდადი|ტრინიდადზე]]). ასფალტი დიდი რაოდენობითაა იმ [[ნავთობი]]ან [[ქანი (გეოლოგია)|ქანებში]], რომლებიც განლაგებულია [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირის ახლოს ან ზედაპირზე გამოდის. ასფალტი ქვის, დოლომიტისა და სხვა ქანებში ავსებს ბზარებსა და ღრუებს. [[საქართველო]]ში ცნობილია ნატანების, ელდარისა და შირაქის ასფალტის საბადოები, გაგრის ასფალტოვანი ქანები და სხვ. საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი საბადოებია: [[ვენესუელა]]ში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[იორდანია]]ში, [[კანადა]]ში, [[ისრაელი|ისრაელში]].
 
ხელოვნური ასფალტი [[ბიტუმი]]სა და დაქუცმაცებული მინერალური შემვსების (უმთავრესად [[კირქვა|კირქვის]]) ნარევია. ბუნებრივი ასფალტისგან განსხვავებით, ხელოვნური ასფალტი შეიცავს [[პარაფინი]]სა და [[ნავთობი]]ს ზეთებს. [[ქვიშა]]სთან, [[ხრეში|ხრეშთან]], ღორღთან შერეულ ხელოვნურ ასფალტს ფართოდ იყენებენ იატაკისა და ტროტუარის დასაგებად, გზის საფრად და სხვ.
ხაზი 6:
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|662-663|}}
 
[[კატეგორია:კაუსტობიოლითები]]
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]]
[[კატეგორია:ნავთობპროდუქტები]]
 
{{Link GA|de}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასფალტი“-დან