ასფალტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ასფალტი''' — განასხვავებენ ბუნებრივსა და ხელოვნურ ასფალტს. ბუნებრივი ასფალტი [[ნავთობი]]საგან წარმოიქმნება. მსუბუქი ფრაქციების აორთქლებისა და ჰიპერგენეზისის ზეგავლენით მძიმე ფრაქციების დაჟანგვის შედეგად [[ნავთობი]] ჯერ სქელ, ძალიან ბლანტ მალთად იქცევა, მერე კი — მყარ, ადვილდნობად ასფალტად. შემდგომი ცვლილებებისას წამროიქმნება ასფალტიტი. ზოგჯერ ასფალტის დიდი „ნავთობის ტბები“ ზედაპირზე ქმნის მეტნაკლებად სქელ ქერქს (მაგ., ასფალტის ტბა კუნძულ [[ტრინიდადი|ტრინიდადზე]]). ასფალტი დიდი რაოდენობითაა იმ [[ნავთობი]]ან [[ქანი (გეოლოგია)|ქანებში]], რომლებიც განლაგებულია [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირის ახლოს ან ზედაპირზე გამოდის. ასფალტი ქვის, დოლომიტისა და სხვა ქანებში ავსებს ბზარებსა და ღრუებს. [[საქართველო]]ში ცნობილია ნატანების, ელდარისა და შირაქის ასფალტის საბადოები, გაგრის ასფალტოვანი ქანები და სხვ. საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი საბადოებია: [[ვენესუელა]]ში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[იორდანია]]ში, [[კანადა]]ში, [[ისრაელი|ისრაელში]].
 
ხელოვნური ასფალტი ბიტუმისა[[ბიტუმი]]სა და დაქუცმაცებული მინერალური შემვსების (უმთავრესად [[კირქვა|კირქვის]]) ნარევია. ბუნებრივი ასფალტისგან განსხვავებით, ხელოვნური ასფალტი შეიცავს პარაფინისა[[პარაფინი]]სა და ნავთობის[[ნავთობი]]ს ზეთებს. ქვიშასთან[[ქვიშა]]სთან, [[ხრეში|ხრეშთან]], ღორღთან შერეულ ხელოვნურ ასფალტს ფართოდ იყენებენ იატაკისა და ტროტუარის დასაგებად, გზის საფრად და სხვ.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასფალტი“-დან