ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== მთავრობათა ცვლა ===
ხუთი წლის განმავლობაში - [[1917]] წლის მიწურულიდან [[1922]] წლის დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში 11 მთავრობა შეიცვალა. ყოველი მათგანი ცდილობდა ქვეყნის მართვას კონსტიტუციური მონარქიის ჩარჩოებში. მაგრამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე მდგარი არცერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაიჭრაგადაჭრილა. [[1923]] წლისათვის ხელისუფლებას სათავეშიხელმძღვანელობდნენ ედგნენ ძალაგამოლეულიძალაგამოცლილი ლიბერალები. სამეფო ტახტი ირყეოდა, რადგანაც საიმედო დასაყრდენი არ გააჩნდა. სახელმწიფო აპარატი რღვევის სტადიაში იმყოფებოდა, რაც მასობრივ კორუფციაში გამოიხატა. იყო გაფიცვა და ტერორი. კორტესებში ეწყობოდა მძაფრი დებატები. [[მაროკო]]ში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ომი... ამასობაში კი ესპანეთში მწიფდებოდა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები.
 
[[1923]] წლის [[13 სექტემბერი|13 სექტემბერს]] გენერალმა [[მიგელ პრიმო დე რივერა]]მ შეძლო სახელმწიფო გადატრალება მოეწყო და სამხედრო დიქტატურა დაემყარებინა. ეკონომიკის სფეროში დიქტატურის გეგმები უაღრესად ფართო და გრანდიოზული, მაგრამ იმავე დროს ნაკლებად საფუძვლიანი იყო. რაც შეეხება საგარეო პილიტიკის სფეროს, პრიმო დე რივერას დიქტატურამ [[საფრანგეთი|საფრანგეთთან]] კავშირში შეძლო [[1926]]- [[1927]] წლებისათვის ჩაეხშო მაროკოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
 
[[1929]] წელს დაწყებული [[დიდი დეპრესია|მსოფლიო-ეკონომიკური კრიზისი]] უაღრესად მძიმე აღმოჩნდა ესპანეთისათვისესპანეთისთვისაც. 20-იანი წლების დასასრულს დიქტატურა იზოლაციაში აღმოჩნდა. პრიმო დე რივერა იძულებული იყო ლავირება დაეწყო, მაგრამ მისი დიქტატურის ავტორიტეტის განმტკიცება აღარავითარ დათმობებს აღარ შეეძლო. მზარდი რევოლუციური მოძრაობით დაშინებულმა მონარქიულმა წრეებმა გადაწყვიტეს რივერას დიქტატურა მსხვერპლად შეეწირად მონარქიის გადარჩენის საქმისათვის. [[1930]] წლის [[26 იანვარი|26 იანვარს]] პრიმო დე რივერა აიძულეს გადამდგარიყო. იგი [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] წავიდა.
 
პრიმო დე რივერას დიქტატურა შეცვალა ბერენგერას მთავრობამ, რომელიც მასების დამშვიდებას ნაწილობრივი დათმობებით ცდილობდა. მაგრამ მისმა ღონისძიებებმმა ვერ შეაჩერეს რევოლუციური მოძრაობის აღმავლობა ქვეყანაში. [[1931]] წლის [[14 თებერვალი|14 თებერვალს]] ბერენგერას მთავრობა გადადგა. ხელისუფლების სათავეში მოსული ასნარას მთავრობა ქვეყანაში მდგომარეობის განმუხტვას მუნიციპალური არჩევნების ჩატარების გზით შეეცადა, რომელიც რესპუბლიკელთა ბლოკის გამარჯვებით დასრულდა. [[14 აპრილი|14 აპრილს]] მეფე [[ალფონსო XIII]] იძულებული გახდა დაეტოვებინა ესპანეთი. შეიქმნა დროებითი რესპუბლიკური მთავრობა [[ალკალა სამორა]]ს მეთაურობით.
 
მაგრამ რესპუბლიკას საფრთხე ემუქრებოდა არა მარტო მონარქიული და კლერიკალური წრეების მხრიდან. ჯერ კიდევ [[1931]] წელს ესპანური ფაშიზმის იდეოლოგებმა - ლედესმამ და რედონდომ დაარსეს ფაშისტური პარტია "ნაციონალ„ნაციონალ-სინდიკალისტური შეტევის ხუნტა"ხუნტა“ (შემოკლებით "ხონს"„ხონს“). <ref name="payne">Payne, Stanley [http://books.google.com/books?id=NiD3UeOCSGsC&pg=PA197&vq=mola&hl=es&source=gbs_search_r&cad=0_1#PPA203,M1 ''ფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977''], pp. 200-203, 1999 Univ. of Wisconsin Press</ref> ამ პარტიის პარალელურად ყოფილი დიქტატორის [[მიგელ პრიმო დე რივერა]]ს შვილმა - [[ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა]]მ დააარსა თავისი ფაშისტური პარტია "ესპანური„ესპანური ფალანგა"ფალანგა“. [[1934]] წლის თებერვალში მოხდა "ესპანური„ესპანური ფალანგის"ფალანგის“ გაერთიანება "ხონსთან"„ხონსთან“, რის შედეგადაც შეიქმნა ესპანეთის ფაშისტური პარტია, რომელსაც ეწოდებოდა "ესპანური„ესპანური ფალანგა და ხონსი"ხონსი“. [[1934]] წლის მიწურულისათვის ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა გახდა ამ პარტიისა და, მაშასადამე, ესპანური ფაშიზმის ბელადი.
 
== ომის დაწყება ==