ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''ესპანეთის სამოქალაქო ომი''' — მასშტაბური კონფლიქტი, რომელმაც [[ესპანეთი|ესპანეთში]] გაანადგურამიმდინარეობდა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე. კონფლიქტი დაიწყო [[მანუელ ასანია]]ს [[მეორე ესპანეთის რესპუბლიკა|მეორე ესპანეთის რესპუბლიკის]] მთავრობის წინააღმდეგ [[ხუნტა|სამხედრო გადატრიალების]] მოწყობის მცდელობით [[ესპანეთის არმია|ესპანეთის არმიის]] გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ. ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა [[დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია]] (''Confederación Española de Derechas Autónomas'', ან C.E.D.A), [[კარლისტები]], და [[ფაშიზმი|ფაშისტური]] [[ესპანური ფალანგა|ფალანგა]] (''Falange Española de las J.O.N.S.'').<ref name="payne">პეინი, სტენლი [http://books.google.com/books?id=NiD3UeOCSGsC&pg=PA197&vq=mola&hl=es&source=gbs_search_r&cad=0_1#PPA203,M1 ''ფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977''], გვ. 200-203, 1999 ვისკონსინის უნივ. სტამბა</ref> ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის დამხობით, და [[დიქტატურა|დიქტატურის]] დამყარებით, გენერალ [[ფრანსისკო ფრანკო]]ს მეთაურობით. სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმის მმართველ პარტიაში გაითქვიფა.<ref name="payne">{{cite web|url=http://books.google.com/books?id=NiD3UeOCSGsC&dq |title=სტენლი გ. პეინი. ''ფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977'' |publisher=Books.google.com |date= |accessdate=2009-06-24}}</ref>
 
რესპუბლიკელებს (''republicanos'') მხარს უჭერდა [[საბჭოთა კავშირი]] და [[მექსიკა]], ხოლო აჯანყებულთა მიმდევრებს, ნაციონალისტებს (''nacionales''), მხარდაჭერა ჰქონდათ [[იტალიის სამეფო (1861–1946)|ფაშისტური იტალიისა]] და [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიისგან]], ასევე ავტორიტარული [[ესტადო ნოვო (პორტუგალია)|ესტადო ნოვოს]] რეჟიმისგან [[პორტუგალია]]ში. მიუხედავად იმისა, რომ [[აშშ]] ოფიციალურად ნეიტრალური იყო, ძირითადი ამერიკული კორპორაციები, როგორიცაა [[ტექსაკო]], [[ჯენერალ მოტორსი]], [[ფორდ მოტორსი]] და [[ფაირსტოუნი]] მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო მანქანების, საბურავების, სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.
ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები [[ევროპა]]ში [[მეორე მსოფლიო ომი]]ს წინაპირობებში და განიხილებოდა, როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ ფლაგმანებს შორის. კონკრეტულად, ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების საჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით, რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
 
ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა "პირველი„პირველი მედია ომი"ომი“, ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმული მწერლები და ჟურნალისტები, რომელთაც საკუთარი წვლილის შეტანა სურდათ "მიზეზის მხარდასაჭერად".<ref>[http://www.reuters.com/article/lifestyleMolt/idUSTRE4AA05220081111?pageNumber=2&virtualBrandChannel=0]</ref> უცხოელ კორესპონდენტთა შორის, რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ, იყვნენ [[ერნესტ ჰემინგუეი]], [[მართა გელჰორნი]] და [[რობერტ კაპა]].
 
მრავალ სამოქალაქო ომთა მსგავსად, ეს ომიც გამოირჩეოდა ნაციონალისტური სულისკვეთებითა და პოლიტიკური პათოსით, ისევე როგორც სამხედრო დანაშაულებების სიმრავლით კონფლიქტის ორივე მხარეს. ესპანეთის სამოქალაქო ომმა მრავალი ოჯახის წევრი, მეზობელი და მეგობარი დაუპირისპირა ერთმანეთს. მებრძოლთა გარდა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის მრავალი სამოქალაქო პირიც იქნა მოკლული, ხოლო 1939 წელს ომის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკელებს დიდი ხნის განმავლობაში დევნიდნენ და ასამართლებდნენ გამარჯვებული ნაციონალისტები.