ისპაანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: fi:Eṣfahān
No edit summary
ხაზი 5:
ისპაჰანის [[ნაღყშ-ი ჯაჰანის მოედანი]] [[იუნესკო]]ს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ქალაქში ასევე მრავლადაა მე-11 საკუნის და გვიანდელი ისლამური არქიტექტურის ნიმუშები. მისი მოსახლეობის ეროვნულმა და რელიგიურმა სიჭრელემ აქიტექტურაში და მის მხატვრობაში ქრისტიანული და ისლამური კულტურის საინტერესო სინთეზი მოგვცა. ამის მაგალითია ისპაჰანის შაჰის სასახლის, "ჩეჰელ სოთუნის" (40 სვეტის), კედლების რელიფური მოხატულობა და წარწერები.
 
ისპაჰანის სილამაზეს და არქიტექტურულ ხიბლს გარკვეულწილად განსაზღვრავს მდინარე "ზაიანდე რუდი" და მასზე გადებული ხიდები, რომელთა შორის აღსანიშნავია "პოლ-ე ხაჯუ" და "სიოსეპოლი". ეს უკანასკნელი (რომლის თარგმანი იქნება "ოცდაცამეტი ხიდი") შაჰ აბასის სეფაჰსალარის, [[ალავერდიხან უნდილაძე|ალავერდიხან უნდილაძის]] აშენებულია.
== მეჩეთი ==
ქალაქი იპაანი ცნობილია მეჩეთებით, განსკუთრებით კი XVII საუკუნეში აგებული სამეფო მეჩეთით, რომელსაც მაჯიდ-ე'იმანი ეწოდება. მეჩეთი, მის გარშემო არსებული უმშვენიერესი ბაღებით, შუა საუკუნეების ისლამური არქიტექტურის დიდებული ნიმუშია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისპაანი“-დან