ნაყოფი (მცენარე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.2+) (ბოტის დამატება: dsb:Płod)
[[ფაილი:Fruit Stall in Barcelona Market.jpg|მინი|[[კულტურული ხილი]]ს ბაზარი]]
'''ნაყოფი''' ([[ლათ.]] fructus), [[ფარულთესლოვანი მცენარეები|ფარულთესლოვან მცენარეთა]] ორგანო, რომელიც წარმოიქმნება [[ყვავილი (ბოტანიკა)|ყვავილისაგან]] და შეიცავს ერთ ან მეტ თესლს, ვითარდება ორმაგი განაყოფიერების შემდეგ (გამონაკლისია პართენოკარპული ნაყოფები). ფარულთესლოვან მცენარეთა პრიმიტიულ ჯგუფებში ნაყოფი უშუალოდ გინეცეუმიდან ვითარდება (მაგ., [[ბაიასებრნი]]), უფრო მაღალი განვითარების ჯგუფებში ნაყოფის ფორმირებაში მონაწილეობს ყვავილის სხვა ნაწილებიც: ყვავილსაფარი, ყვავილსაჯდომი, გინოფორი, ჯამი, გვირგვინი, მტვრიანები და სხვა.
 
სხვადასხვა კლასიფიკაციით ნაყოფებს ყოფენ ნამდვილ (თუ ის განვითარებულია მხოლოდ ნასკვიდან) და ცრუ (თუ მის განვითარებაში მონაწილეობვს ყვავილის სხვა ნაწილებიც) ნაყოფად. ნამდვილი ნაყოფი თავის მხრივ იყოფა მარტივ (ერთი ნასკვიდან განვითარებული) და რთულ (აპოკარპული გინეცეუმიდან განვითარებული) ნაყოფად.
[[ფაილი:Fruit Basket.jpg|მინი|ხილის კალათი, [[ბალთაზარ ვან დერ ასტი]]]]
 
''მარტივი ნაყოფი'' კონსისტენციის მიხედვით იყოფა მშრალ და წვნიან ნაყოფად. '' მშრალ ნაყოფებს'' შორის არჩევენ მრავალთესლიან თვითხსნად (ფოთლურა, პარკი, ჭოტი, ჭოტაკი, კოლოფი და სხვა) და ერთთესლიან უხსნარ ნაყოფებს (კაკალი, ფრთიანა, თესლურა, მარცვალა და სხვა), ''წვნიან ნაყოფებს'' შორის კი - მრავალთესლიანებს ([[კენკრა]], [[გოგრულა]] და სხვა) და ერთთესლიანებს ([[კურკიანა]]). რთილ ნაყოფებს განეკუთვნება რთული ფოთლურა, რთული თესლური და სხვა.
 
''მარტივი ნაყოფი'' კონსისტენციის მიხედვით იყოფა მშრალ და წვნიან ნაყოფად.'' მშრალ ნაყოფებს'' შორის არჩევენ მრავალთესლიან თვითხსნად (ფოთლურა, პარკი, ჭოტი, ჭოტაკი, კოლოფი და სხვა) და ერთთესლიან უხსნარ ნაყოფებს (კაკალი, ფრთიანა, თესლურა, მარცვალა და სხვა), ''წვნიან ნაყოფებს'' შორის კი - მრავალთესლიანებს ([[კენკრა]], [[გოგრულა]] და სხვა) და ერთთესლიანებს ([[კურკიანა]]). რთილ ნაყოფებს განეკუთვნება რთული ფოთლურა, რთული თესლური და სხვა.
 
ნაყოფის უფრო თანამედროვე მორფოგენეზურ კლასიფიკაციებში გათვალისწინებულია გინეცეუმის აგებულება - [[ნაყოფფოთოლი|ნაყოფფოთლების]] რაოდენობა, მდებარეობა, შეზრდა, თესლის რაოდენობა, მიმაგრება და სხვა. მორფოგენეზური კლასიფიკაციების მიხედვით ნაყოფი იყოფა აპოკარპულ და ცენოკაპულ ნაყოფებად, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო წვრილ კატეგორიებად ნაწილდება.
 
== ლიტერატურა ==
* [[ქსე]], ტ. 7, გვ.336-337, თბ., 1984
* Gollner, Adam J. (2010). ''The Fruit Hunters: A Story of Nature, Adventure, Commerce, and Obsession''. Scribner. ISBN 978-0-7432-9695-3
* Watson, R.R. / Preedy, V.R. (2010, eds.). ''Bioactive Foods in Promoting Health: Fruits and Vegetables''. Academic Press. ISBN 978-0-12-374628-3
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [[ქსე]], ტ. 7, გვ.336-337, თბ., 1984
{{commons category}}
*[http://www.cas.vanderbilt.edu/bioimages/pages/fruit-devel.htm Images of fruit development from flowers]
*[http://www.cas.vanderbilt.edu/bioimages/pages/fruit-seed-dispersal.htm Fruit and seed dispersal images]
*[http://www.crfg.org/pubs/frtfacts.html Fruit Facts]
*[http://www.1911encyclopedia.org/Fruit Encyclopædia Britannica 1911 on Fruit]
*[http://crosstree.info/Documents/Fruit%20ID0.pdf Photo ID of Fruits]
 
[[კატეგორია:მცენარეთა მორფოლოგია]]