ატამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: tk:Şetdaly
r2.7.3) (ბოტის დამატება: lez:Гугъри; cosmetic changes
ხაზი 16:
}}
[[ფაილი:Peach flowers.jpg|thumb|ატმის ყვავილი]]
'''ატამი''' (Persica Mill) — ხეხილოვანი მცენარის გვარი [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] ოჯახისა. ატმის სამშობლო [[ჩინეთი|ჩინეთია]]. მის გვარში 6 სახეობაა. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ატამი, რადგანაც კულტურული ჯიშებია გამოყვანილი (ცნობილია 5 ათასამდე ჯიში). დანარჩენ სახეობებს უმთავრესად იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და კულტურის ჯიშების საძირეებად.
 
ატმის ხე ან ბუჩქი იზრდება 7 - 8 მ-მდე, ფოთოლი ლანცეტისებრია, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია, ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა სიმსხოსია, წონით 250 გ არწევს. ატმის ნაყოფი სახრავი ან საპობია, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალოა. იგი შებუსული ან გლუვია ([[ვაშლატამა]]). რბილობი თეთრია ან ყვითელი. შეიცავს (%-ით) 7 - 12 შაქარს, 0,08 - 1,02 მჯავებს, 0,5 - 1,2 პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვა. ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცვებამდე მწიფდება. მცირე ნაყოფს იძლევა დარგვიდან მეორე წელს, 5 წლიდან სრულმოსავლიანია. ცოცხლობს 15 - 16 წლამდე. სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. მისი გავრცელების არეალი დაახლოებით ჩრდილოეთის განედი 50° და სამხრეთის განედი 40° აღწევს. ატმის კულტურას სამრეწველო მნიშვნელობა აქვს [[უზბეკეთი|უზბეკეთში]], [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]], [[საქართველო]]ში, [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], [[სომხეთი|სომხეთში]], [[დაღესტანი|დაღესტანსა]] და [[ყირიმი|ყირიმში]].
ხაზი 83:
[[lb:Piisch (Uebst)]]
[[lbe:ЦIулит]]
[[lez:Гугъри]]
[[lij:Pèrsego]]
[[lmo:Prunus persica]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატამი“-დან