ინტრუზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ინტრუზია''' (გვიანდ. [[ლათ.]] – intrusio; < [[ლათ.]] intrudo – შევაგდებ) — 1.) [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქში]] [[მაგმა|მაგმის]] შეჭრის პროცესი, რის შედეგადაც წარმოიქმნება [[ინტრუზიული ქანები]], ეგრეთ წოდებული სიღრმის ქანები, რომელიც უპირისპირდება [[ეფუზიური ქანები|ეფუზიურ ქანებს]].
 
2.) [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქში]] მაგმის გაცივებისა და კრისტალიზაციის შედეგად წარმოქმნილი მაგურიმაგმური სხეული, ინტრუზივი. გარემომცველი ქანების სტრუქტურასთან დამოკიდებულების მიხედვით განარჩევენ თანხმობით (კონკორდანტულ) ინტრუზივებს, მაგ., [[ლაკოლითი]], [[ლოპოლითი]], [[ფაკოლითი]], [[სილი (გეოლოგია)|სილი]] (შრეინტრუზივი) და უთანხმო (დისკორტანტულ) ინტრუზივებს — [[შტოკი]], [[დაიკი]]. ინტრუზივების კლასიფიკაციისას ითვალისწინებენ ფორმასა და სხეულის ზომას.
 
წარმოქმნის სიღრმის მიხედვით გამოყოფენ: ზედაპირულ, მცირესიღრმულ და სიღრმულ ინტრუზივებს. [[მაგმა|მაგმის]] ორი, ან უფრო მეტი ამოწევის შედეგად წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული რთული ინტრუზია, რომლის მაგმის შედგენილობა ყოველ ჯერზე მკვეთრად იცვლებოდა. სიღრმული ინტრუზია აგებულია კრისტალური მაგმური ქანებით, იმ დროს, როდესაც მცირესიღრმული ინტრუზივები [[პორფირიტი|პორფირული]] სტრუქტურისაა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინტრუზია“-დან