ნეკარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
| ქალაქები = [[შტუტგარტი]]<br/>[[მანჰაიმი]]<br/>[[ჰაიდელბერგი]]
}}
'''ნეკარი''' ({{lang-de|Neckar}}) — მდინარე სამხრეთ-დასავლეთ [[გერმანია]]ში. მიედინება [[ბადენ-ვიურტემბერგი]]ს მხარეში. სიგრძე 367 კმ, აუზის ფართობი 14,000 კმ². მდინარე [[რაინი]]ს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს [[შვარცვალდი]]სა და [[შვაბიის ალბი]]ს კალთებზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 706 მ სიმაღლეზე. უმეტესწილად მიედინება ვიწრო, ადგილ-ადგილ კანიონისებურ ხეობაში. აქვს ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლური მიმართულება. ქალაქ პლოხინგენთან მოიხრება ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ და გაივლის ქალაქ [[შტუტგარტი|შტუტგარტს]]. შემდეგ სვლას აგრძელებს ჩრდილოეთური მიმართულებით, აქ [[ხეობა]] ფართო და ღრმაა. ნაპირებზე არაერთი ფეოდალური ციხე-სიმაგრეა. ძლიერ [[მეანდრი|მეანდრირებულია]]. მკაცრ [[ზამთარი|ზამთარში]] იყინება. მდინარე რაინს შეერთვის ქალაქ [[მანჰაიმი]]ს სიახლოვეს, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 95 მ სიმაღლეზე. სანაპიროები მჭიდროდ არის დასახლებული. სანაოსნოა 200 [[კმ|კილომეტრამდე]]. წყლის საშუალო ხარჯი 145 მ3/წმ.
 
სახელწოდება „ნეკარი“ კელტური წარმოშობისაა და აღნიშნავს „ველურ წყალს“. ჯერ კიდე [[II საუკუნე|II საუკუნეში]] მოიხსენიება Nicretes-ის სახით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეკარი“-დან