ნეკარი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მდინარე | სახელი = ნეკარი | ფოტო = Neckar near Heidelberg.jpg | ფოტოს_ზომა = | სათა...
(განსხვავება არ არის)

06:19, 11 ივნისი 2012-ის ვერსია

ნეკარი (გერმ. Neckar) — მდინარე სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში. მიედინება ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში. სიგრძე 367 კმ, აუზის ფართობი 14,000 კმ. მდინარე რაინის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს შვარცვალდისა და შვაბიის ალბის კალთებზე, ზღვის დონიდან 706 მ სიმაღლეზე. უმეტესწილად მიედინება ვიწრო, ადგილ-ადგილ კანიონისებურ ხეობაში. მიედინება ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ქალაქ პლოხინგენთან მოიხრება ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ და გაივლის ქალქ შტუტგარტს. შემდეგ სვლას აგრძელებს ჩრდილოეთური მიმართულებით, აქ ხეობა ფართო და ღრმაა. ნაპირებზე არაერთი ფეოდალური ციხე-სიმაგრეა. ძლიერ მეანდრირებულია. მკაცრ ზამთარში იყინება. მდინარე რაინს შეერთვის ქალაქ მანჰაიმის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 95 მ სიმაღლეზე. სანაპიროები მჭიდროდ არის დასახლებული. სანაოსნოა 200 კილომეტრამდე. წყლის საშუალო ხარჯი 145 მ3/წმ.

ნეკარი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
სათავე შვარცვალდი
48°02′42″ ჩ. გ. 8°31′41″ ა. გ. / 48.04500° ჩ. გ. 8.52806° ა. გ. / 48.04500; 8.52806
სიგრძე 367 კმ
აუზის ფართობი 14,000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ნეკარი ვიკისაწყობში

სახელწოდება ნეკარი კელტური წარმოშობისაა და აღნიშნავს „ველურ წყალს“. ჯერ კიდე 2 საუკუნეში მოიხსენიება Nicretes-სი სახით.