უსასრულობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:Infinity symbol.svg|thumb|200px|right|[[ლემნისკატა]], ∞, სხვადასხვა შრიფტით.]]
 
 
''' უსასრულობა ''' (ხშირად გამოისახება ∞ სიმბოლოთი) — ცნება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ხშირად გვხვდება [[მათემატიკა]]ში და [[ფიზიკა]]ში, და აღნიშნავს მახასიათებელს საზღვრისა ან/და დაბოლოების გარეშე. კაცობრიობამ ისტორიის განმავლობაში შექმნა უსასრულობის მრავალი იდეა. სიტყვა წარმოიშობა [[ლათინური_ენა|ლათინური]] ''infinitas''-გან, რაც ნიშნავს „შემოუსაზღვრელობა“-ს.
მათემატიკაში „უსასრულობა“ ხშირად გამოიყენება როგორც [[რიცხვი]] (ანუ ის გამოიყენება რაიმეს დასათვლელად ან გასაზომად, მაგ. „საგანთა უსასრულო რაოდენობა“) მაგრამ ის არ არის ისეთივე სახის რიცხვი, როგორიცაა მაგალითად [[ნამდვილი რიცხვი]]. [[უსასრულოდ მცირე|უსასრულოდ მცირეთა]] შემცველ რიცხვთა სისტემებში უსასრულოდ მცირეს შებრუნებული რიცხვი არის უსასრულობა, ანუ რიცხვი, რომელიც მეტია ნებისმიერ ნამდვილ რიცხვზე. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში უსასრულობასთან და უსასრულო სიმრავლეებთან დაკავშირებულ ცნებათა ფორმალიზაცია მოახდინა [[გეორგ_კანტორი|გეორგ კანტორმა]]. მის მიერ ჩამოყალიბებულ თეორიში გვხვდება სხვადასხვა ზომის ([[კარდინალობა|კარდინალობის]] უსასრულო სიმრავლეები. ასე მაგალითად, მთელ რიცხვთა სიმრავლე უსასრულოა, მაგრამ თვლადი, მაშინ როდესაც ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე არის უსასრულო, მაგრამ არათვლადი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უსასრულობა“-დან