ათენგენობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ათენგენობა''' — [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] დღესასწაული; დაუწესებიათ III-IV საუკუნეების მიჯნაზე წამებული ბერძენი მღვდელმოძღვრის ათენეგე (ათინოგენ) სებასტიელის მოსახსენიებლად. ათენგენობა ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოში და სომხეთში. განეკუთვნებოდა მოძრავ დღესასწაულთა ციკლს. იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98-ე დღეს ("დღესა ვარდობასა"). ამჯამადამჟამად შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. [[ხევსურეთი|ხევსურეთში]] და ხევში მას ათენგენობას ეძახიან, [[თუშეთი|თუშეთში]] - ათნიგენობას, ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც დღეობა იმართება ([[ლაშარობა]], [[თამარობა]], [[სერობა]] და ა. შ.). მთაში ქრისტიანობის პაგანიზების (გახალხურება) შედეგად მთიელთა ათენგენობას სახელწოდების გარდა თითქმის აღარაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ დღესასწაულთან. ეს არის ტიპობრივი ხალხური დღესასწაული, რომელიც იმართება ივნისის II ნახევარში სხვადასხვა დღეს. ათენგენობის დღესასწაულზე ხალხი შესაწირავითა და სათანადო რიტუალის შესრულებით ცდილობდა ხატის მფარველობა დაემსახურებინა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათენგენობა“-დან