ცუცხვათის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ცუცხვათის ციხე''' - შუა საუკუნის ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, [[იმერეთი|იმერეთში]], [[ოკრიბა]]ში, ახლანდელი [[ტყიბულის მუნიციპალიტეტი]]ს სოფლების [[ცუცხვათი|ცუცხვათისა]] და [[ოხომირა|ოხომირის]] ახლოს, შემორჩენილია ნანგრევების სახით.
 
ცუცხვათის ციხე აკონტროლებდა [[ქუთაისი|ქუთაისიდან]] აღმოსავლეთ საქართველოსაკენ და [[ოკრიბა|ოკრიბის]] გავლით [[რაჭა|რაჭისაკენ]] მიმავალ გზებს. გვიანდელი შუა საუკუნეებში ცუცხვათის ციხე [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოს]] უმნიშვნელოვანესი სიმაგრე იყო. [[1721]] წელს ოსმალებმა დაიკავეს და იქ თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. [[1770]] წელს [[მეფე]] [[სოლომონ I|სოლომონ I-მა]] გაათავისუფლა. [[1810]], წელს იმერეთის სამეფოს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიასთან]] შეერთების შემდეგ დაანგრიეს.
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|11|ბერაძე თ.}}
 
[[კატეგორია:ტყიბულის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]