ორაგულისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
| commons = Category:Salmonidae
}}
'''ორაგულისებრნი''' (Salmonidae) — [[თევზები]]ს ოჯახი [[ქაშაყისნაირნი|ქაშაყისნაირთა]] რიგისა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გამსვლელი ან მტკნარი წყლის თევზებია. მრავლდებიან მტკნარ წყალში. მრავალი სახეობა აკლიმატიზებულია სამხრეთ ნახევარსფეროს წყლებში. ოჯახში 9 გვარია: [[ორაგული]] (''კეთილშობილი ორაგული''), [[წყნაროკეანური ორაგული]], [[გოჭალა]], [[ტაიმენი]], [[ლენოკი]], [[პალია]], [[ოხრიდული ორაგული]], [[თევზთეთრა]] და [[სიგი]]; ამ გვარებიდან 7 ბინადრობს ყოფილ სსრკ წყლებში. წყნაროკეანური (შორეული აღმოსავლეთის) ორაგულის (Oncorhyncehus) გვარში 7 (ან 8) სახეობიდან ყოფილ სსრკ-ში 6 სახეობა გვხვდება: [[ჩავიჩა]], [[ღურკანა]], [[კეტა]], [[კიჟუჩი]], [[ნერკა]] და სიმა. ბინადრობენ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში და მის მომიჯნავე ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის უბანში; [[ტბის პალია]]ს (Cristivomer) ერთადერთი სახეობაა Cristivomer namaycush, რომელიც ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ტბებში; [[ოხრიდული ორაგული]]ს (Salmothymus) 2 სახეობიდან Salmothymus ochridans ბინადრობს ოხრიდის ტბაში, Salmothymus obtusirostris — დალმაციის ტბებში. ორაგულისებრნი ძვირფასი სარეწაო თევზებია, თევზჭერისა და აკლიმატიზაციის კარგი ობიექტები. მათი მსოფლიო წლიური ჭერა 10 მლნ. ც აღწევს. განსაკუთრებით ძვირფასია წყნაროკეანური ორაგულების წითელი ხიზილალა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორაგულისებრნი“-დან