აღმოსავლეთი ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''აღმოსავლეთი ალპები''' ({{lang-de|Ostalpen;}} {{lang-it|Alpi Orientali}}) — [[ალპები|ალპების მთათა სისტემის]] ნაწილი [[ევროპა]]ში. მდებარეობს [[შვეიცარია|შვეიცარიის]], [[ავსტრია|ავსტრიის]], [[ლიხტენშტაინი]]ს, [[გერმანია|გერმანიის]], [[იტალია|იტალიისა]] და [[სლოვენია|სლოვენიის]] ტერიტორიებზე. ვრცელდება [[ბოდენის ტბა|ბოდენზეესა]] (ჩრდილოეთით) და [[კომო (ტბა)|კომოს]] (სამხრეთით) ტბის აღმოსავლეთით. იგი უფრო განიერი (სიგანე 260 კმ) და დაბალია ვიდრე [[დასავლეთი ალპები]]. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 4049 მ (მწვერვალი [[ბერნინა]]). ნაკლებად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება და [[ალპური ტიპის რელიეფი|რელიეფის ალპური ფორმები]]. დამახასიათებელია დიდი გასწვრივი ხეობები და უმთარესად განედური ქედები. აღმოსავლეთი ალპები, [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] და [[ტექტონიკა|ტექტონიკური]] თვალსაზრისით მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის ალპებთან.
 
ის, საერთოდ, სიგანედის მიმართულებისაა [[შუა დუნაის დაბლობი|შუა დუნაის დაბლობამდე]], სადაც აღმოსავლეთი ალპების რკალის კიდე წყდება. დასავლეთ ალპებთან შედარებით, აღმოსავლეთი ალპები ნაკლები სიმაღლისაა, თუმცა უფრო განიერია. ფართოა მთელ სიგრძეზე, მისი ბოლო რაიონი დაბლდება და საშუალო სიმაღლის მთებში გადადის, მაგრამ არ ვიწროვდება. პირიქით, აქ მესამეული ნაოჭების [[ვირგაცია]]ს აქვს ადგილი; [[ქედი|ქედები]] მარაოსებურად იშლება, ამასთან სამხრეთი ტოტი ([[იულიუსის ალპები]]) [[ბალკანეთის ნახევარკუნძული]]ს დინარის მთებს უერთდება. ჩრდილო ტოტი კი მოკვეთილია [[ვენის აუზისაუზი]]ს ახალგაზრდა [[ნასხლეტი]] ღრმულით, მაგრამ [[ტექტონიკა|ტექტონიკურად]] [[კარპატები]]ს რკალში გრძელდება.
 
განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთი ალპების ცენტრალური ზონა, სადაც გამოიყოფა ალპის მთების ჯგუფები: [[რეტის ალპები]], [[ეცტალის ალპები]], [[ცილერტალის ალპები]], [[მაღალი ტაუერნი|მაღალი]] და [[დაბალი ტაუერნი]], [[დოლომიტის ალპები]], [[ორტლერის ალპები]] და სხვ. ჩრდილოეთ ნაწილში უფრო დაბალი, მაგრამ მეტად დანაწევრებული, ციცაბოკალთებიანი, დაკარსტული, [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური ასაკის]] კირქვებითა და დოლომიტებით აგებული ქედია, რომელთაგან აღსანიშნავია: [[ალგეის ალპები]], [[კიცბიუელის ალპები]], [[ბავარიის ალპები]], [[ბერხტესგადენის ალპები]] და სხვ. კიდევ უფრო ჩრდილოეთით არის მეზოზოურ-კაინოზოური ფლიშის დაბალი ქედები. ცენტრალური ზონის სამხრეთით აღმართულია კირქვული ქედები ([[ლომბარდიის ალპები|ლომბარდიის]], [[კარნის ალპები|კარნის]], [[იულიუსის ალპები]] და სხვ.), რომლებიც სამხრეთ უფრო დაბალ კირქვულ წინაალპებში გადადის. გამყინვარების ფართობი დასავლეთის ალპებთან შედარებით მას გაცილებით ნაკლები აქვს და [[მყინვარი|მყინვარებიც]] ნაკლები სიდიდისაა, მაგრამ მთავარ [[მწვერვალი|მწვერვალებსა]] და [[ქედი|ქედებზე]] აქაც დიდძალი მუდმივი [[ყინული]]ა დაგროვილი.