თუკიდიდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.3) (ბოტის დამატება: xmf:თუკიდიდე; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Thukydides.jpg|thumb|right|თუკიდიდე]]
'''თუკიდიდე''' (დ. დაახლ. ძვ. წ. 465/460/455 ― გ. 400/395), [[ბერძნები|ბერძენი]] (ათენელი) ისტორიკოსი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. "ისტორიის მამის" - [[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] უმცროსი თანამედროვე. სოფისტების მოწაფე და მიმდევარი.
 
თუკიდიდე დიდად აფასებდა იმ დროის [[ათენი|ათენის]] პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სათავეში მდგარ [[ პერიკლე]]ს. იბრძოდა [[პელოპონესის ომი|პელოპონესის ომში]] (ძვ. წ. 431-404). სტრატეგოსი იყო და ათენელთა ფლოტს მეთაურობდა [[თრაკია|თრაკიის]] სანაპიროს დაცვისას. დამარცხების შემდეგ ([[სპარტა|სპარტელებმა]] მიიტაცეს [[ამფიპოლისი]]) ძვ. წ. 424, ათენელებმა იგი სამშობლოდან გააძევეს 20 წლით. ექსორიაში ყოფნის დროს თუკიდიდე თავის მამულში - [[თრაკია]]ში შეუდგა თხზულების - "ისტორიის" წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება პელოპონესის ომების იატორიას. პირველი წიგნი, ე. წ. "არქეოლოგია", როგორც შესავალი ნაწილი, მიმოიხილავს საბერძნეთის ისტორიას უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხრობა წყდება ომის დაწყებიდან მე-20 წლის (ძვ. წ. 411) ამბებით; ჩანს, ავტორს სიკვდილმა მოუსწრო და თხზულება დაუმთავრებელი დარჩა (გააგრძელა [[ქსენოფონტი|ქსენოფონტმა]]).
 
თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, [[ჰეროდოტე]]) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა "ამოდ საკითხავი" და "ამოდ სასმენი" ამბების თხრობას, არამედ "ჭეშმარიტების ძიებას". ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას ("წყაროს").
ხაზი 8:
თუკიდიდე პირველი შეუდგა ომის მიზეზებისა და საბაბის ძიებას. პირველი ისტორიკოს-რაციონალისტია, რომელმაც უარყო ისტორიის მოვლენებში (ბუნების მოვლენებშიც) ღმერთის მონაწილეობის "ფაქტი" (თუმცა ღმერთს არ უარყოფდა). თუკიდიდემ პირველმა დაძებნა ისტორიულ, პოლიტიკურ მოვლენათა ეკონომიური და სოციალური საფუძვლები. იგი საკუთარი თხზულების მნიშვნელობას თავად აფასებდა და მას "მარადიულობის მონაპოვრად" მიიჩნევდა. პოლიტიკური მრწამსით თუკიდიდე დემოკრატიისა და ოლიგარქიის "შერწყმა-შერევის" პოზიციაზე იდგა.
 
== ლიტერატურა ==
{{ვიკიციტატა}}
*''სანიკიძე ლ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 8, თბ., 1980
ხაზი 15:
[[კატეგორია:სოფისტები]]
[[კატეგორია:ბერძენი ისტორიკოსები]]
 
{{Link GA|de}}
 
Line 81 ⟶ 82:
[[ur:تھوسی ڈائڈز]]
[[vi:Thucydides]]
[[xmf:თუკიდიდე]]
[[yo:Thucydides]]
[[zh:修昔底德]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თუკიდიდე“-დან