თუკიდიდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''თუკიდიდე''' (დ. დაახლ. ძვ. წ. 465/460/455 ― გ. 400/395), [[ბერძნები|ბერძენი]] (ათენელი) ისტორიკოსი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. "ისტორიის მამის" - [[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] უმცროსი თანამედროვე. სოფისტების მოწაფე და მიმდევარი.
 
თუკიდიდე დიდად აფასებდა იმ დროის [[ათენი|ათენის]] პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სათავეში მდგარ [[ პერიკლესპერიკლე]]. იბრძოდა [[პელოპონესის ომი|პელოპონესის ომში]] (ძვ. წ. 431-404). სტრატეგოსი იყო და ათენელთა ფლოტს მეთაურობდა [[თრაკია|თრაკიის]] სანაპიროს დაცვისას. დამარცხების შემდეგ ([[სპარტა|სპარტელებმა]] მიიტაცეს [[ამფიპოლისი]]) ძვ. წ. 424, ათენელებმა იგი სამშობლოდან გააძევეს 20 წლით. ექსორიაში ყოფნის დროს თუკიდიდე თავის მამულში - [[თრაკია]]ში შეუდგა თხზულების - "ისტორიის" წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება პელოპონესის ომების იატორიას. პირველი წიგნი, ე. წ. "არქეოლოგია", როგორც შესავალი ნაწილი, მიმოიხილავს საბერძნეთის ისტორიას უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხრობა წყდება ომის დაწყებიდან მე-20 წლის (ძვ. წ. 411) ამბებით; ჩანს, ავტორს სიკვდილმა მოუსწრო და თხზულება დაუმთავრებელი დარჩა (გააგრძელა [[ქსენოფონტი|ქსენოფონტმა]]).
 
თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, [[ჰეროდოტე]]) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა "ამოდ საკითხავი" და "ამოდ სასმენი" ამბების თხრობას, არამედ "ჭეშმარიტების ძიებას". ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას ("წყაროს").
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თუკიდიდე“-დან