გერდ ფონ რუნდშტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: el:Γκερτ φον Ρούντστετ
r2.7.3) (ბოტის დამატება: pnb:گرڈ فان رنڈشٹڈ; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 146-1987-047-20, Gerd v. Rundstedt.jpg|thumb|170px|გერდ ფონ რუნდშტეტი]]
'''კარლ რუდოლფ გერდ ფონ რუნდშტეტი''' ([[გერმ.]]: Karl Rudolf Gerd von Rundstedt)
(დ. [[12 დეკემბერი]] [[1875]], [[აშერსლებენი]], [[გერმანია]] — გ. [[24 თებერვალი]] [[1953]], [[ჰანოვერი]], [[გერმანია]]) – [[გერმანელები|გერმანელი]] სამხედრო მოღვაწე, «[[ვერმახტი|ვერმახტის]]» [[გენერალ-ფელდმარშალი]].
 
[[მმო|მეორე მსოფლიო ომის]] დროს რუნდშტეტი იყო დიდი სამხედრო შენაერთების მთავარსარდალი [[პოლონეთი|პოლონეთში]], დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონტებზე. იგი იყო «ვერმახტის» დასავლეთ ფრონტის მთავარსარდალი და ევალებოდა ხელი შეეშალა დასავლეთ ევროპაში [[მოკავშირეები|მოკავშირეთა]] ძალების გადმოსხმისათვის.
ხაზი 8:
რუნდშტეტი [[პრუსია|პრუსიელი]] სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამამისი პრუსიის არმიია გენერალი იყო და ტრადიციისამებრ მისი შვილიც სამხედრო სამსახურში შევიდა. ორანიენშტაინისა და გროს-ლიხტერფელდეს კადეტთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რუნდშტეტი [[1892]] წლის [[22 მარტი|22 მარტს]] ქალაქ [[კასელი|კასელში]] სტაციონირებულ „ფონ ვიტიხის“ სახელობის მე-3 ინფანტერიის პოლკში ჩაეწერა სერჟანტად.
 
[[1893]] წლის [[17 ივნისი|17 ივნისს]] მიენიჭა [[ლეიტენანტი|ლეიტენანტის]] სამხედრო წოდება. [[1902]] წელს მან იქორწინა პრუსიელი მაიორის ქალიშვილზე და გახდა [[ობერლეიტენანტი]]. [[1904]]-[[1907]] წლებში იგი გენშტაბის ოფიცრის სასწავლო კურსებს გადიოდა სამხედრო აკადემიაში, რომლის დასრულების შემდეგაც გადაყვანილ იქნა გენერალ შტაბში სამუშაოდ. [[1909]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]] მიენიჭა [[კაპიტანი|კაპიტნის]] წოდება. [[1912]] წელს გადაყვანილ იქნა საველე სამსახურში და დაინიშნა ასმეთაურად.
 
[[პმო|პირველი მსოფლიო ომის]] დროს იგი გენშტაბის ოფიცრად მსახურობდა [[თურქეთი|თურქეთში]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] და [[1914]] წლის [[28 ნოემბერი|24 ნოემბერს]] მიენიჭა [[მაიორი|მაიორის]] წოდება. [[1919]] წლიდან იგი რაიხსვერში მსახურობდა. [[1920]] წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]] [[ვიცეპოლკოვნიკი|ვიცეპოლკოვნიკის]] სამხედრო წოდება მიენიჭა და [[1923]] წლის [[1 თებერვალი|1 თებერვალს]] [[პოლოკოვნიკი]] გახდა. [[1925]] წლის [[1 მაისი|1 მაისს]] იგი დაინიშნა 18-ე ინფანტერიის პოლკის სარდლად ქალაქ [[პადერბორნი|პადერბორნში]].
 
[[1927]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] რუნდშტეტს მიენიჭა [[გენერალ-მაიორი|გენერალ-მაიორის]] წოდება და [[1928]] წელს გადაყვანილ იქნა მე-2 კავალერისტული დივიზიის მეთაურის თანამდებობაზე ქალაქ [[ბრესლაუ|ბრესლაუში]]ში. აქვე [[1929]] წლის [[1 მარტი|1 მარტს]] მას მიენიჭა [[გენერალ-ლეიტენანტი|გენერალ-ლეიტენანტის]] სამხდრო წოდება. [[1932]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]] რუნდშტეტი დაინიშნა მე-3 დივიზიის მეთაურად და გადაყვანილ იქნა [[ბერლინი|ბერლინში]] III სამხედრო ოლქის მთავარსარდლად. იმავე წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]] იგი გადაყვანილ იქნა I სამხედრო ჯგუფის სარდლის თანამდებობზე და მიენიჭა ინფანტერიის [[გენერალი|გენერლის]] სამხედრო წოდება.
 
ჰიტლერის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დღიდან რუნდშტეტი მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდა. მიუხედავად იმისა რომ [[1938]] წელს მისმა სამხედრო ნიჭმა დიდი როლი ითამაშა ზუდეტის მიწების მიერთების სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულებაში იგი ჰიტლერის მილიტარისტული მიზნების მოწინააღმდეგე დარჩა.
ხაზი 23:
[[ვარშავა|ვარშავის]] აღების დროს დიდი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით მან უარი განაცხადა ომის წარმოების ტრადიციულ მეთოდზე. თავისი ქვეითი და სატანკო არმიებით მან ალყა შემოარტყა პოლონეთის დედაქალაქს და ნება დართო «[[ლუფტვაფე]]»-ს საფუძვლიანად დაებომბა ქალაქი. ვარშავა მინიმალური სისხლის ფასად იქნა აღებული.
 
პოლონეთის დაპყრობის შემდეგ რუნდშტეტის არმია გადასროლილ იქნა დასავლეთ ფრონტზე საფრანგეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოპერაცია «[[ზიხელშნიტი (ოპერაცია)|ზიხელშნიტი»]]», რომელის მიხედვითაც უნდა დაწყებულიყო ომი დასავლეთ ფრონტზე ძირითადად რუნდშტეტის სამხედრო კონცეპტებზე იყო აგებული, რომელიც მან ჩამოაყალიბა გენერალ [[მანშტაინი, ერიხ ფონ|ერიხ ფონ მანშტაინთან]] მუშაობის დროს.
 
[[1940]] წლის [[10 მაისი|10 მაისს]] რუნდშტეტის შენაერთები შეიჭრნენ საფრანგეთში და ბელგიაში. მთავარი ამოცანა რომელიც მის წინაშე იდგა იყო [[მაჟინოს ხაზი|მაჟინოს თავაცვითი ხაზის]] გაკვეთა და მტრის ზურგში ღრმად შეჭრა. რუნდშტეტის სატანკო შენაერთებმა ამ ამოცანას თავი დიდებულად გაართვეს და არდენების იერიშის დროს საფრანგეთის არმია კაპუტულაციამდე მიიყვანეს. ამ ოპერაციაში გამოვლენილი მხედართვთავრული და სტრატეგიული ნიჭის გამო და საფრანგეთის დამარცხების საზეიმო ცერემონიაზე გერდ ფონ რუნდშტეტს 11 სხვა გენერალთან ერთად [[1940]] წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]] გენერალ-ფელდმარშლის სამხედრო წოდება მიენიჭა.
ხაზი 32:
 
=== 1941-1945 წლები ===
ჰიტლერის [[რუსეთის კამპანია (1941)|რუსეთზე თავდასხმის]] დროს რუნდშტეტი “[[არმიათა ჯგუფი “სამხერეთი”|არმიათა ჯგუფ “სამხრეთის”]] უმაღლესი მთავარსარდალი იყო, რომელსაც ევალებოდა [[უკრაინა|უკრაინისა]] და [[კავკასია|კავკასიის]] დაპყრობა. ეს დავალება ილუზორული იყო, ვინაიდან არმიას სათანადო პირადი და მატერიალური შემადგენლობა არ ჰყავდა და ვოლგაზე შეტევის წამოწყებით თავდაპირველი შეტევის ხაზი კიდევ უფრო შესუსტდა. გერმანელთა შეტევა [[ყირიმი|ყირიმის]] ნახევარკუნძულზე შეჩერდა, მიუხედავად შემდგომი წინსვლისა რუნდშტეტი მომავალს იმედის თვალით არ უყურებდა. ფიურერის ბრძანების მიუხედავად - არ დაეხიათ უკან, რუნდშტეტმა ტაქტიკური სვლა გააკეთა და თავისი ფიზიკურად და ფსიქიურად გადაღლილი შენაერთების წინსვლა შეაჩერა და შეტევიდან თავდაცვაზე გადაიყვანა.
 
რუნდშტეტი იმ გენერალთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც [[1941]] წლის ზამთარის კრიზისის დროს ჰიტლერთან აზრთა სხვაობის გამო აღმოსავლეთ ფრონდიდან მოხსნილ იქნენ. რამდენიმე თვის შემდეგ რუნდშტეტი დაინიშნა დასავლეთ ფრონტის უმაღლეს მთავარსარდლად [[პარიზი|პარიზში]] და პარალელურად იყო «[[არმიათა ჯგუფი “დ”|არმიათა ჯგუფ “დ”]]-ეს მეთაურიც.
ხაზი 42:
როცა [[1944]] წლის [[6 ივნისი|6 ივნისს]] მოკავშირეთა კარები ნორმანდიაში გადმოსხდენენ რუნდშტეტის საპასუხო შესაძლებლობები ძალზე შეზღუდული იყო. პარიზში სტაციონირებული სარეზერვო არმიები ფიურერის უშუალო ბრძანებას ექვემდებარებოდნენ და რუნდშტეტს მათი ბრძოლაში ჩაბმა არ შეეძლო. მოკავშირეთა არმიების მიერ ნორმანდიაში პლაცდარმის მოპოვებამ, ვერმახტის არმიებს შორის დაქსაქსულმა კავშირმა და დაკარგულმა საჰაერო კონტროლმა აიძულა გერდ ფონ რუნდშტეტი თავისი ჯარებით უკანდახევაზე გადასულიყო. [[1944]] წლის [[2 ივლისი|2 ივლისს]] ჰიტლერის და მმართველი წრეების დაუფარავი კრიტიკის შემდეგ იგი გათავისფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და და მის ადგილზე გენერალ-ფელდმარშალი [[კლუგე, გიუნთერ ფონ|გიუნთერ ფონ კლუგე]] დაინიშნა.
 
[[1944]] წლის სექტემბერში ფონ კლუგეს დაღუპვის შემდეგ რუნდშტეტი კვლავ იქნა დასავლეთ ფრონტის სარდლად დანიშნული. ქალაქ [[კობლენცი|კობლენციდან]]დან იგი ხელმძღვანელობდა ოპერაციებს [[ბელგია|ბელგიაში]]ში და [[ელზასი|ელზას]]-[[ლოთარინგია|ლოთარინგიაში]]ში. [[1944]] წლის დეკემბერში ჰიტლერის ბრძანების შემდეგ რუნდშტეტი მეთაურობდა ყველაზე დიდ ბოლო სამხედრო ოპერაციას არდენებში. მიუხედავდ იმისა რომ ამ ოპერაციაში 250.000 ჯარისკაცი და 600 ტანკი მონაწილეობდა, იგი მაინც წარუმატებლად დასრულდა და ამ დიდი სამხედრო შენაერთის განადგურებამ საბოლოოდ მოშალა ვერმახტის დასავლეთი ფრონტის ხაზი.
 
[[აშშ]]-ის ჯარების მიერ მდინარე რაინის [[რემაგენი|რემაგენთან]] წარმატებით გადალახვის შემდეგ [[1945]] წლის მარტში ჰიტლერმა გენერალ-ფელდმარშალი რუნდშტეტი საბოლოოდ გადააყენა თანამდებობებიდან და მის ადგილზე [[კესელრინგი, ალბერტ|ალბერტ კესელრინგი]] დანიშნა. [[1945]] წლის მაისში რუნდშტეტი ბრიტანელთა ტყვეობაში ჩავარდა და ბრალდებული იქნა სამხედრო დანაშაულში. მძიმე ავადმყოფობის გამო იგი არ გაასამართლეს. [[1949]] წლის მაისში გულის მძიმე დაავადების გამო იგი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
ხაზი 52:
* ფრონტზე მებრძოლთა ღირსების ჯვარი - Ehrenkreuz für Frontkämpfer
* [[რკინის ჯვარი (ორდენი)|რკინის ჯვარი]] (1914) მე-2 და 1-ლი კლასის - Eisernes Kreuz (1914) 2. und 1. Klasse
* [[ჰოენცოლერნთა სამეფო სახლის ორდენი|ჰოენცოლერნთა სამეფო სახლის ორდენის]] რაინდის ჯვარი ხმლებით - Ritterkreuz des Hausordens von Hohenzollern mit Schwertern
* რკინის ჯვარი (1939) მე-2 და 1-ლი კლასის - Eisernes Kreuz (1939) 2. und 1. Klasse
* რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით და ხმლებით - Ritterkreuz des Eisernen Kreuzes mit Eichenlaub und Schwertern
ხაზი 101:
[[no:Gerd von Rundstedt]]
[[pl:Gerd von Rundstedt]]
[[pnb:گرڈ فان رنڈشٹڈ]]
[[pt:Gerd von Rundstedt]]
[[ro:Gerd von Rundstedt]]