ხოსროიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ახალ მეუღლედ ბიზანტიის სამხედრო მინისტრის, პონტოელი ლოგოთეტის ასული ნანა მოიყვანა. სწორად ამ დროს, მირიან მეფეს, ნანა დედოფალს და [[წმინდა ნინო]]ს უკავშირებს ქართული საისტორიო ტრადიცია მირიანის ბიზანტიური საგარეო პოლიტიკური ვექტორის არჩევას, რაც გამოიხატა [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით. ამ გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა იქონია [[საქართველო]]ს სახელმწიფოებრიობაზე და [[ისტორია]]ზე. მირიანი ერთ-ერთ უდიდეს მეფედ შემორჩა საქართველოს ისტორიას.
 
მირიანის მემკვიდრეების: [[ბაკურ II]]-ის, [[მითრიდატე|მითრიდატის]], [[ვარაზ-ბაკური]]ს (ვარაზ–ბაქარის; ასპაკურეს), [[ბაკურ III]]-ის, [[ფარსმან V]]-ის, [[მირდატი]]ს, [[არჩილ I]]-ის და დროს კვლავ გაძლიერდა სპარსეთის აგრესიული პოლიტიკა [[სამხრეთ კავკასია|სამხრეთ კავკასიაში]], რამაც პიკს მიაღწია როდესაც ქვეყანაში შემოჭრილმა სპარსეთის ლაშქარმა მირდატ მეფე შეიპყრო და ტყვედ [[ბაღდადი|ბაღდადში]]-სპარსეთის იმპერიიის იმდროინდელ დედაქალაქში წაიყვანა, სადაც მირდატ მეფე გარდაიცვალა კიდეც. საქართველოს ტახტის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ დარჩა არჩილ I-ის მცირეწლოვანი ვაჟი-ვახტანგი, რომელიც ფარნავაზის და მირიანის შემდეგ მესამე უდიდეს მეფედ შევიდა საქართველოს ისტორიაში. ქართული საისტორიო ტრადიცია მას მიაწერს დედაქალაქის [[თბილისი|თბილისში]] გადატანას. [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] კვლავ განამტკიცა ბიზანტიასთან ალიანსი და უფრო დაუპირისპირდა სპარსეთს. (მიუხედავად იმისა რომ მეფობის დასაწყისში მან ბიზანტიაზე ილაშქრა წართმეული სამხრეთ მიწების დაბრუნების მიზნით და [[კონსტანტინოპოლი]]ს კედლებამდეც კი მივიდა). ვახტანგმა გაატარა ენერგიული და მტკიცე რეფორმები, გააძლიერა მეფის ხელისუფლება, იგი ხელს უწყობა [[ვაჭრობა|ვაჭრობის]] განვითარებას. ვახტანგ გორგასალის მეფობის პერიოდსვე უკავშირდება [[ბოლნისის სიონი]]ს პირველი ქართული [[ლაპიდარული წარწერა|ბოლნისის წარწერები|ლაპიდარული წარწერა]] და ბოლნისის სამხრეთ ფასადზე-ჯვრის ე. წ. ,,ბოლნურ-კაცხური" სახესხვაობის გაჩენა, რაც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო დროშის (გორგასლიან-დავითიან-თამარიანი, ხუთჯვრიანი) პროტოტიპად იქცა. ვახტანგმა აღკვეთა სპარსთა შემოსევები.
 
ვახტანგ გორგასლის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება სუსტდება და თავს იჩენს ფეოდალური ანარქია-რითაც დაუყონებლივ ისარგებლეს სპარსელებმა. [[ბაკურ III]]-ის მეფობისას, [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] მიწურულს შემოსეულ სპარსეთის ლაშქარს სათანადო წინააღმდეგობა არ გაეწია. [[სპარსელები|სპარსელებმა]] მონარქის ინსტიტუტი საერთოდ გააუქმეს და ქართლი [[სასანიდების იმპერია]]ს პროვინციად მიუერთეს. დინასტიის უფროსი შტო [[კახეთი|კახეთში]], ხოლო უმცროსი [[ჯავახეთი|ჯავახეთსა]] და [[კლარჯეთი|კლარჯეთში]] გაიხიზნა. [[588]] წელს გორგასლის შვილიშვილი დედის ხაზით, [[გუარამ მამფალი]] პირველი ქართველი კურაპალატი გახდა-მიიღო რა ეს ტიტული ბიზანტიის იმპერატორ [[ფლავიუს მავრიკიუს ტიბერიუს ავგუსტუსი]]სგან. მოგვიანებით [[591]] წელს სპარსელებმა სასანიდების იმპერიაში დაუშვეს ავტონომიური-ქართლის საერისმთავროს წარმოქმნა.
603

რედაქტირება