თრიალეთის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{commonscat|Trialeti Range}}
clean up, removed: <br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small> using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Trialeti Range at khashuri district.jpg|thumb|250px|<center>თრიალეთის ქედი ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
'''თრიალეთის ქედი''' — [[ქედი]] [[მცირე კავკასიონი]]ს დასავლეთ ნაწილში, [[ახალციხის ქვაბული|ახალციხის ქვაბულსა]] (დასავლეთით) და [[თბილისი|თბილისს]] (აღმოსავლეთით) შორის. იწყება საბადურის და მთავრდება თბილისთან თელეთის ქედით. მდებარეობს [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირზე. სიგრძე დაახლ. 150 კმ, მაქსიმალური სიგანე 30 კმ ძირითადად აგებულია პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები. თრიალეთის ქედის მთავარი განტოტებებია დასავლეთ ნაწილში — გვირგვინი, საბადური, ჭაობარეთი, აღმოსავლეთ ნაწილში — საწკეპელა, თელეთი. ქედის უმაღლესი ადგილია მწვერვალი [[შავიკლდე]] (2850 მ); სხვა მწვერვალების სიმაღლე — ([[არჯევანი]], [[საყველოსმთა]], [[კოდიანი]], [[ოშორა (მთა)|ოშორა]], [[ორთათავი]], [[ქვაჯვარი (თრიალეთი)|ქვაჯვარი]], [[კენჭიყარა]] და სხვა) 2300—2800 მ აღწევს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თრიალეთის_ქედი“-დან