კიევის რუსეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.3) (ბოტის დამატება: simple:Kievan Rus'; cosmetic changes
ხაზი 4:
 
== პოლიტიკური ისტორია ==
ძველი რუსული მატიანეების ცნობით, კიევის რუსეთის პირველი მთავარი იყო ლეგენდარული [[კიი]], [[შჩეკი]] და [[ხორივი]]. (დაახლოებით [[852]]). კიევის რუსეთის ისტორიის შემდგომ ეტაპს კი იგივე მატიანეები უკავშირებენ ვარიაგთა (ნორმანთა) ლეგენდარული მთავრის [[რიურიკი]]ს მოწვევას ([[862]]). ეს ფაქტი ადასტურებს ნორმანულ თეორიას კიევის რუსეთის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ. რიურიკის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება გადავიდა [[ოლეგი]]ს ხელში, რომელმაც [[882]] წელს განდევნა კიევის მმართველი ფეოდალები ასკოლდი და დირი და დაიპყრო კიევი, [[883]]-[[885]] წლებში დაიმორჩილა რადიმიჩთა ტომები, ხოლო [[907]] და [[911]] ილაშქრა ბიზანტიაში. ოლეგის გარდაცვალების ([[912]]) შემდეგ აქტიური საგარეო პოლიტიკას განაგრძობდა მისი ვაჟი იგორი, რომელმაც ასევე ორგზის ([[941]], [[944]]) ილაშქრა ბიზანტიაში. [[913]] ლი დალაშქრა კასპიისპირეთი. [[945]] დრევლიანებმა მოკლეს იგორი, მისმა მეუღლემ [[ოლგა]]მ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო რუსეთში [[ქრისტიანობა]]. იგორისა და ოლგას ვაჟმა სვიატოსლავმა ([[994]]-[[972]]) დიდად გააფართოვა კიევის რუსეთის ფარგლები და განამტკიცა მისი საერთაშორისო მდგომარეობა. სვიატოსლავი დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლაში. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაზტის მემკვიდრე ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა პირველობისათვის, გაიმარჯვა [[ვლადიმირი|ვლადიმირმა]] ([[980]]-[[1015]]). მის დროს კიევის რუსეთის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა ([[988]]-[[989]]), კერძოდ, ბიზანტიის მართლმადიდებლობა. ვლადიმირის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრე ვაჟებს შორის კვლავ ატყდა ბრძოლა, სვიატოპოლკმა მოკლა 2 ძმა — [[ბორისი]] და [[გლები]] (რომლებიც შემდეგ რუსეთის ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა), მაგრამ იაროსლავთან ბრძოლაში დამარცხდა. დიდი მთავრის ტახტი [[იაროსლავ ბრძენი|იაროსლავ ვლადიმირის ძეძემ]] (იაროსლავ ბრძენმა, [[1019]]-[[1054]]) დაიკავა. მის დროს ესამჩნევად გაიზარდა კიევის რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტი, დაარსდა კიევის დამოუკიდებელი მიტროპოლია (1037), გაშენდა ქალაქები. იაროსლავის ვაჟებმა დაიყვეს კიევის რუსეთი და ენერგიულად ცდილობდნენ მისი ერთიანობის შენარჩუნებას. მალე ძმებს შორისაც ატყდა ომი, რომელსაც შეეწირნენ იზიასლავი და სვიატოსლავი. კიევის მთავარი გახდა ვსევოლოდი ([[1078]]-[[1093]]), რომელმაც ვერ შეძლო კიევის რუსეთის დაშლის პროცესის შეჩერება. სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას იჩენდნენ მიწების მთავრები. მდგომარეობას ვერც მთავრების ყრილობებმა ([[1097]], [[1113]]) უშველა. [[1113]] კიევის მთავარი გახდა [[ვლადიმირ მონომახი|ვლადიმირ ვსევოლოდის ძე მონომახი]]. მან შეძლო მდგომარეობის [[სტაბილიზაცია]] (ყივჩაყთა დამარცხება, ცალკეულ მთავართა დამორჩილება); მაგრამ იგი, ბუნებრივია, ვერ შეაჩერებდა ისტორიულ პროცესს. მისმა ვაჟმა მსტისლავმა ([[1125]]-[[1132]]) კიდევ ერთხელ შეძლო ყივჩაყთა დამარცხება. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა ცალკეულ სამთავროებად. რუსეთში დაიწყო ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდი.
 
== მეურნეობა ==
ხაზი 98:
[[კატეგორია:კიევის რუსეთი|*]]
[[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]]
 
{{Link FA|sl}}
 
Line 144 ⟶ 145:
[[rue:Київьска Русь]]
[[sh:Kijevska Rusija]]
[[simple:Kievan Rus']]
[[sk:Kyjevská Rus]]
[[sl:Kijevska Rusija]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიევის_რუსეთი“-დან