ნიკო ბერძენიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.3) (ბოტის დამატება: xmf:ნიკოლოზ ბერძენიშვილი; cosmetic changes
ხაზი 8:
|მოღვაწეობა = [[ქართველები|ქართველი]] ისტორიკოსი, პროფესორი , ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი , საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი , მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე .
|დაბ თარიღი = [[28 დეკემბერი]], [[1894]]/[[9 იანვარი]], [[1895]]
|დაბ ადგილი = [[გოგოლესუბანი]], ახლანდელი [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი]]
| გარდ თარიღი =[[16 ივლისი]], [[1965]]
| გარდ ადგილი =[[თბილისი]]
|მოქალაქეობა =სსრკ
|ჯილდოები = 2 [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის ორდენით]] და მედლები
|ვებ-გვერდი =
|სხვადასხვა =
ხაზი 20:
'''ნიკოლოზ (ნიკო) ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი''' (დ. 28 დეკემბერი, 1894/[[9 იანვარი]], [[1895]], [[გოგოლესუბანი]], ახლანდელი [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი]] ― გ. [[16 ივლისი]], [[1965]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ისტორიკოსი, პროფესორი (1939), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).
 
== ბიოგრაფია ==
 
1906 წელს ბათუმის გიმნაზიაში სწავლის დროს მოსწავლეთა რევოლუციური მოძრაობაში მონაწილეობისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს და ბათუმში ცხოვრება აუკრძალეს. მხოლოდ თებერვლის რევოლუციის შემდეგ 1917 წელს, დაასრულა გიმნაზიის კურსი. 1920 წელს შევიდა [[თსუ|თბილისის უნივერსიტეტის]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1926 წელს. [[ჯავახიშვილი, ივანე|ი. ჯავახიშვილის]] შუამდგომლობით დატოვეს საქართველოს ისტორიის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1938 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1939 წელს აირჩიეს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად.
ხაზი 28:
ბერძენიშვილის თაოსნობით მოხდა მეცნიერული კვლევის გეგმაზომიერი დიფერენციაცია, მომზადდა ისტორიკოსთა კადრები. მისი თანაავტორობით დაიწერა საქართველოს ისტორიის პირველი მარქსისტული სასკოლო სახელმძღვანელო (1943). 1958 წელს მისივე რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა ნაშრომი "საქართველოს ისტორია". თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ბერძენიშვილმა საქართველოს ისტორიის პრობლემათა მეცნიერულ შესწავლაში. მარქსისტული მოძღვრების შუქზე განიხილა XIII-XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორია; წამოაყენა დებულებები ფეოდალური ხანის (VI-XIX სს.) საქართველოს ისტორიის ძირითადი პრობლემების შესახებ; გააშუქა ფეოდალური ეპოქაში მწარმოებელი კლასის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული კონკრეტული მოვლენები; დაადგინა ბატონყმობის დამკვიდრების დრო; ახლებურად ახსნა სათავადოების ჩამოყალიბების საკითხი, კერძოდ, დაასაბუთა, რომ სათავადოების წარმოშობა საქართველოს ისტორიის გარკვეულ საფეხურზე შექმნილი "ჩიხის" შედეგი იყო და არა პროგრესისა, როგორც მანამდე ფიქრობდნენ. ახევე ახლებურად გააშუქა რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის, XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობის ისტორია და სხვა მრავალი პრობლემის საკვანძო საკითხები. ბერძენიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების, შემდგომ განვითარებაში. ბერძენიშვილის კვლევა-ძიებათა მთავარი საგანი იყო ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის განვითარების საკითხები.
 
ბერძენიშვილის შრომებმა - "ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში" (1937), "ნარკვევი XIII-XVI საუკუნეები საქართველოს ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ისტორიიდან" (1938, რუსულ ენაზე), "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე" (1944), "XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან" (1944), "კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში" (1955), "საქართველოს ისტორია" (1943-1960, თანაავტორი და რედაქტორი) და სხვა, აგრეთვე ისტორიული დოკუმენტების მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციებმა - განსაზღვრა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის მიმართულება ამ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ბერძენიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო. 1947 წელს ბერძენიშვილს ი. ჯავახიშვილთან და [[ჯანაშია, სიმონ|ს. ჯანაშიასთან]] ერთად საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისათვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. იყო საქართველოს სსრ VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 2 [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის ორდენით]] და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, [[პანთეონი (მთაწმინდა)|ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში]].
 
== ლიტერატურა ==
* ''დუმბაძე მ.'', ნიკო ბერძენიშვილი, თბ., 1964
* {{ქსე|2|336|დუმბაძე მ.}}
ხაზი 40:
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1895]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1965]]
[[კატეგორია:ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
 
[[en:Nikoloz Berdzenishvili]]
[[xmf:ნიკოლოზ ბერძენიშვილი]]