ხოსროიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
VII საუკუნის ბოლოს ერისმთავრობა გუარამის მემკვიდრეების-ჯავახეთ-კლარჯეთის შტოს ხელში გადავიდა. კახეთის შტოს სამართავად კახეთი დარჩა. თუმცა არაბების გამუდმებულმა შემოსევებმა შინაომებთან შედარებით ახალი-ეგზისტენციალური საფრთხე გაუჩინა ქვეყანას. VIII საუკუნის მიწურულს კახეთის შტოს წარმომადგენელი-არჩილი-სასტიკად აწამებს არაბებმა. მისი ვაჟი-იოვანე-ეგრისში გაიქცა. შეწყვიტა არსებობა ჯავახეთ-კლარჯეთის შტომაც. მისი წარმომადგენელი ჯუანშერ ჯუანშერიანი კი კახეთში გაიქცა, სადაც ადარნერსე ერუშეთელ-არტაანელის ასულზე-ლატავრაზე დაქორწინდა.
 
უკვე გუარამ მამფალის დროიდან დინასტიის არაოფიციალურ სახელწოდებად იქცა ბაგრატიონები-გამომდინარე გუარამის მამის-ვახტანგ გიორგასლისგორგასლის სიძის-ბაგრატის სახელიდან. ჯუანშერ-ჯუანშერიანის ქორწინებამ ბაგრატიონთა სამთავრო სახლის წარმომადგენელზე-ლატავრა ერუშეთელ-არტაანელზე გაამყარა ხოსროვიანების კავშირი ბივრიტიანთა (ბაგრატიონთა) სახლთან, რომელნიც ოძრხის ერისთავები იყვნენ ჯერ კიდევ ფარნავაზიანთა დინასტიის მეფობისას. ჯუანშერ ჯუანშერიანი უკვე თავადაც იყო ბაგრატიონი (ბივრიტიანი) მამის ხაზით გუარამ მამფალის მემკვიდრეობიდან გამომდინარე. დედით ხოსროვიანი და მამით ბაგრატიონი ჯუანშერ- ჯუანშერიანის და მამით ბაგრატიონი ლატავრას ქორწინებამ დაასრულა ხოსროვიანების დინასტიის მმართველობა 807 წელს და გადასცა იგი ახალ, მესამე დინასტიას ბაგრატიონებს.
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
603

რედაქტირება