წყარო (გეოგრაფია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
მთათაშორის ბარში მინერალური წყლების ბუნებრივი გამოსავალი მცირე რაოდენობითაა. მათი უმრავლესობა ნატრიუმქლორიანი ან ნატრიუმკალციუმიანია. მინერალური წყლების დიდი ნაწილი გამოვლენილია [[ჭაბურღილი|ჭაბურღილების]] საშუალებით. ამ რეგიონში აღსანიშნავია [[მენჯი]]ს, [[ცაიში]]ს, განსაკუთრებით კი [[წყალტუბო]]ს სამკურნალო წყლები.
 
[[საქართველოს ბელტი]]სა და [[კავკასიონი]]ს შეხების ზოლშია ჯავის მინერალური წყარო, სამკურნალო ტალახის — [[ახტალა|ახტალის]] საბადო [[გურჯაანი|გურჯაანში]]. საქართველოს მინერალური წყლების რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა მთათა სისტემის ფარგლებში. ამ წყლებში შემცველი ძირითადი აირია [[ნახშირორჟანგი]]. რეგიონის მინერალური წყლებიდან აღსანიშნავია: [[ბორჯომი]], [[საირმე]], [[ნაბეღლავი (წყალი)|ნაბეღლავი]], [[ზვარე (წყალი)|ზვარე]]; [[თბილისი]]ს, [[ნუნისი]]ს და [[მახინჯაური]]ს სამკურნალო წყლები. ცხელი წყაროების გამოსავლები [[საქართველო]]ს დედაქალაქ [[თბილისი|თბილისშიცაა]].
 
ზოგჯერ მიწისქვეშა ცხელი და ცივი წყაროები ღრმა ფნებში ხსნის კიროვან [[ქანი (გეოლოგია)|ქანებს]] და ამოაქვს [[ხმელეთი|ზედაპირზე]], რომელიც მსუბუქი ფოროვანი ქანის სახით ილექება. მათ [[ტრავერტინი|ტრავერტინებს]] უწოდებენ. ტრავერტინის დაგროვებით ზოგან მღვიმურ მდინარეთა კალაპოტებში ბუნებრივი კაშხლებია გაჩენილი. გვხვებას [[კარსტი|კარსტულ]] [[მღვიმე]]ებშიც. საქართველოში ტრავერტინი კარგადაა გამოხატული თრუსოს ხეობაში. ასევე ფართოდ ცნობილია ბრითათის ტრავერტინი. გვხვდება ასევე მდინარე პატარა ლიახვის სათავესა და მდინარე ლეხურას ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე; დასავლეთ საქართველოში ტრავერტინი გვხვდება რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში.