წყარო (გეოგრაფია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
კლასიფიკაცია სხვადასხვაგვარია. განსხვავებაა [[დებიტი]]ს მიხედვითაც. მაგ., არსებობს მუდმივი, სუსტად ცვალებადი, ცვალებადი წყაროები. გამოიყოფა მუდმივი, პერიოდული, სეზონური და სხვა ხასიათის წყაროები. ქიმიზმის მიხედვით განარჩევენ: მტკნარ, მინერალიზებულ და მარილიან წყაროებს; [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] მიხედვით: მდუღარე, ცხელ, თბილ და ცივ წყაროებს. წყაროების ტემპერატურა დამოკიდებულია მისი მკვებავი მიწისქვეშა წყლის განლაგების სიღრმეზე, ამომყვანი არხის ხასიათზე, წყაროს [[გეოგრაფია|გეოგრაფიულ]] და [[ჰიფსომეტრია|ჰიფსომეტრიულ]] მდებარეობაზე და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლების]] გარემომცველი გარემოს ტემპერატურულ რეჟიმზე.
 
[[საქართველო]]ში 2000-მდე წყაროა, რომლებიც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. წყაროების ტერიტორიულ განლაგებაში შეიმჩნევა გარკვეული კანონზომიერება: [[კავკასიონი|კავკასიონის მთავარი ქედის]] სამხრეთ ფერდობებზე ძირითადად გვხვდება ცივი, ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული წყაროები; მათი გამოსავლები უმეტესად ტექტონიკურ რღვევებთან არის დაკავშირებული. ამ რეგიონის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია: [[ავადჰარა (წყალი)|ავადჰარა]], [[ბაგიათი]], [[ვაჟას-წყარო]], [[ლუგელა]], [[სქური]], [[უწერა]], აგრეთვე [[ტყვარჩელი]]სა და სხვა საბადოთა თერმული წყლები.
 
მთათაშორის ბარში მინერალური წყლების ბუნებრივი გამოსავალი მცირე რაოდენობითაა. მათი უმრავლესობა ნატრიუმქლორიანი ან ნატრიუმკალციუმიანია. მინერალური წყლების დიდი ნაწილი გამოვლენილია [[ჭაბურღილი|ჭაბურღილების]] საშუალებით. ამ რეგიონში აღსანიშნავია [[მენჯი]]ს, [[ცაიში]]ს, განსაკუთრებით კი [[წყალტუბო]]ს სამკურნალო წყლები.
 
[[საქართველოს ბელტი]]სა და კავკასიონის[[კავკასიონი]]ს შეხების ზოლშია ჯავის მინერალური წყარო, სამკურნალო ტალახის - [[ახტალა|ახტალის]] საბადო [[გურჯაანი|გურჯაანში]]. საქართველოს მინერალური წყლების რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა მთათა სისტემის ფარგლებში. ამ წყლებში შემცველი ძირითადი აირია [[ნახშირორჟანგი]]. რეგიონის მინერალური წყლებიდან აღსანიშნავია: [[ბორჯომი]], [[საირმე]], [[ნაბეღლავი]], [[ზვარე]]; თბილისის[[თბილისი]]ს, ნუნისის[[ნუნისი]]ს და მახინჯაურის[[მახინჯაური]]ს სამკურნალო წყლები. ცხელი წყაროების გამოსავლები საქართველოს[[საქართველო]]ს დედაქალაქ [[თბილისი|თბილისშიცაა]].
 
ზოგჯერ მიწისქვეშა ცხელი და ცივი წყაროები ღრმა ფნებში ხსნის კიროვან [[ქანი (გეოლოგია)|ქანებს]] და ამოაქვს [[ხმელეთი|ზედაპირზე]], რომელიც მსუბუქი ფოროვანი ქანის სახით ილექება. მათ [[ტრავერტინი|ტრავერტინებს]] უწოდებენ. ტრავერტინის დაგროვებით ზოგან მღვიმურ მდინარეთა კალაპოტებში ბუნებრივი კაშხლებია გაჩენილი. გვხვებას [[კარსტი|კარსტულ]] მღვიმეებშიც[[მღვიმე]]ებშიც. საქართველოში ტრავერტინი კარგადაა გამოხატული თრუსოს ხეობაში. ასევე ფართოდ ცნობილია ბრითათის ტრავერტინი. გვხვდება ასევე მდინარე პატარა ლიახვის სათავესა და მდინარე ლეხურას ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე; დასავლეთ საქართველოში ტრავერტინი გვხვდება რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში.
 
მრავალწლოვანმზრალი ქანების გავრცელების არეებში იცის დაახლოებით 0 ტემპერატურის მქონე წყაროები, ხოლო ვულკანურ არეებში ცხელი, ხშირად პულსაციური რეჟიმის მქონე წყაროები.