წყარო (გეოგრაფია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Big Spring Missouri 1-02Aug08.jpg|მინი|350პქ|]]
[[ფაილი:WiesentquelleSteinfeld.jpg|მინი|350პქ|]]
'''წყარო''' — [[მიწისქვეშა წყლებიწყალი|მიწისქვეშა წყლის]] ბუნებრივი გამოსავალი [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირზე. გამოსასვლელს პოულობს [[ხმელეთი|ხმელეთზე]] ან წყალქვეშ. წყაროების წარმოქმნას განაპირობებს წყლიანი ჰორიზონტის [[რელიეფი]]ს უარყოფითი ფორმებით ([[ხეობა|მდინარის ხეობა]], [[ხევი (ხეობა)|ხევი]], [[ქვაბული]] და სხვ.) გადაკვეთა, ადგილის გეოლოგიურ-სტრუქტურული თავისებურებები (ნაპრალები, ტექტონიკური რღვევები, [[მაგმური ქანები|მაგმური]] და [[დანალექი ქანები]]ს კონტაქტი), წყლიანი ჰორიზონტების ფილტრაციული არაერთგვაროვნება და სხვ.
 
კლასიფიკაცია სხვადასხვაგვარია. განსხვავებაა დებიტის მიხედვითაც. მაგ., არსებობს მუდმივი, სუსტად ცვალებადი, ცვალებადი წყაროები.გამოიყოფა მუდმივი, პერიოდული, სეზონური და სხვა ხაისათის წყაროები. ქიმიზმის მიხედვით განარჩევენ: მტკნარ, მინერალიზებულ და მარილიან წყაროებს; ტეპერატურის მიხედვით: მდუღარე, ცხელ, თბილ და ცივ წყაროებს. წყაროების ტემპერატურა დამოკიდებულია მისი მკვებავი მიწისქვეშა წყლის განლაგების სიღრმეზე, ამომყვანი არხის ხასიათზე, წყაროს გეოგრაფიულ და ჰიფსომეტრიულ მდებარეობაზე და მიწისქვეშა წყლების გარემომცველი გარემოს ტემპერატურულ რეჟიმზე.