ხოსროიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
მეორე ქართული სამეფო დინასტია ფარანავაზიანთა შემდეგ ბაგრატიონებამდე. მართავდა იბერიას და კოლხეთს ახ. წ-აღ III-VIII საუკუნეებში.
 
დინასტიას სათავე დაუდო სპარსეთის შაჰის, ხოსრო დიდის უფროსმა ვაჟიშვილმა მიჰრანმა, რომელიც ქართულ ისტორიაში ცნობილია [[მირიან მეფისIII |მირიან მეფის]]სახელწოდებით. ფარნავაზიანთა დინასტიის ხოსროვიანთა დინასტიით ჩანაცვლება გამოიწვია უკანასკნელი ფარნავაზიანი მეფის ასფაგურის გარდაცვალებამ სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას-როდესაც სომხეთსა და ქვემო ქართლში შემოჭრილი სპარსთა მარბიელი ლაშქრის წინააღმდეგ ოსეთიდან მოკავშირეების გამოყვანას აპირებდა. ასფაგურს მემკვიდრე ძე არ დარჩა.
 
{{ციტატა|,,და ესე ასფაგურ იყო უკანაჲსკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისაჲ"}}ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. გვ. 52. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბ. 2012
უმეფოდ დარჩენილმა ქართულმა არისტოკრატიამ მაიჟან სპასპეტის მეთაურობით სპარსეთის შაჰს ქვეყნის დანდობა და მემკვიდრე-7 წლის მიჰრვანი სთხოვა გასამეფებლად. მას მეუღლედ ასფაგურის ასული-აბეშურა შერთეს-რითაც ხაზი გაესვა პირველი დინასტიის მემკვიდრეობითობის უფლების კანონიერ გადასვლას მეორე დინასტიაზე. ხოსროვიანები ამრიგად ქართლის სომხური დინასტიის მეფეებს-არშაკიდებსაც დაუნათესავდნენ, ვინაიდან ასფაგური დედით არშაკიდი, ხოლო მამით ფარანავაზიანი იყო. '',,მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით კი მირიანი ქართლის მეფე, რევ -ს ძე უნდა ყოფილიყო.''
 
[[მირიან III |მირიან მეფემ]], მიუხედავად მისი სპარსული ეთნიკური წარმოშობისა, სწრაფად მოახერხა ქართულ გარემოში ადაპტირება. სწრაფადვე დაეუფლა ქართულ ენას. მიატოვა ცეცხლთთაყვანისმცემლობა და ქართული წარმართობის კულტი აღიარა.ამ დროს იგი სულ 7 წლის უნდა ყოფილიყო. [[მირიან III |მირიანსვე]] მიეწერება არმაზთან ერთად ახალი კერპის-ზადენის აღმართვა. მირიანის ნახევრად ლეგენდარული მმართველობის დროს საქართველო კვლავ რჩებოდა სპარსეთის და ბიზანტიის პრძოლის ასპარეზად.
 
15 წლის მირიანს აბეშურა დედოფალი გარდაეცვალა.
603

რედაქტირება