ხოსროიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
მირიან მეფემ, მიუხედავად მისი სპარსული ეთნიკური წარმოშობისა, სწრაფად მოახერხა ქართულ გარემოში ადაპტირება. სწრაფად დაეუფლა ქართულ ენას. მიატოვა ცეცხლთთაყვანისმცემლობა და ქართული წარმართობის კულტი აღაირა.მირიანსვე მიეწერება არმაზთან ერთად ახალი კერპის-ზადენის აღმართვა. მირიანის ნახევრად ლეგენდარული მმართველობის დროს საქართველო კვლავ რჩებოდა სპარსეთის და ბიზანტიის პრძოლის ასპარეზად.
 
''15 წლის მირიანს აბეშურა დედოფალი გარდაეცვალა.''
 
'',,მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისაჲ, და დაესრულა ამას ზედა მეფობაჲ და დედოფლობაჲ ფარნავაზიანთა მეფეთაჲ." იქვე. გვ. 58.''
 
მირიან მეფემ ცოლად ბიზანტიის სამხედრო მინისტრის, პონტოელი ლოგოთეტის ასული-ნანა მოიყვანა. სწორად ამ დროს, მირიან მეფეს, ნანა დედოფალს და წმინდა ნინოს უკავშირებს ქართული საისტორიო ტრადიცია მირიანის ბიზანტიური საგარეო-პოლიტიკური ვექტორის არჩევას-რაც გამოიხატა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით. ამ გადაწყვეტილებამ შეუფასებელი გავლენა იქონია საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და ისტორიაზე. მირიანი ერთ-ერთ უდიდეს მეფედ შემორჩა საქართველოს ისტორიას.
603

რედაქტირება